რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი
„არც კი მსმენია, 24 საათში ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოეტანოს“

გიორგი ტურაზაშვილი, სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი:
_ რეალურად არსებობს სტრასბურგის მიერ, ერთ დღეში გამოტანილი გადაწყვეტილება? წამების საჩივრის საფუძველზე ან ჯანმრთელობის უკიდურესი მგომარეობით მიწოდებული ინფორმაციის გამო არამც თუ მინახავს, არამედ, არც მსმენია, 24 სთ-ში ევროპული სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება გამოეტანოს.
სტრასბურგს, მიუხედავად მისი დანიშნულების ფასეულობითი არსისა, უცნაური პრაქტიკა აქვს. ერთ-ერთია საჩივართა განხილვის არათანაბარი პირობები,
მაგრამ 24 სთ-ში მომუშავე სტრასბურგი?
კი, ბატონო, ცნობილია პრაქტიკოსებისათვის, რომ საერთოდ, არსებობს დროებითი ღონისძიება. ,,Interim mesure”, რომელიც დაახლოებით ჰგავს ჩვენს – სარჩელის უზრუნველყოფას. ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ის საქმეზე და დროზე ვისუბრე + ამას ფიზიკურად არის თუ არა მხარის მიერ მიღებული გუშინ გამოტანილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. საინტერესოა – 24 სთ.
…
საზოგადოება გამოთქვამს ეჭვს, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება, ის, ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. ასევე, თუ გავრცელებული ხმები ოდნავ მაინც ახლოს არის სიმართლესთან, გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი მოსამართლეები უნდა წავიდნენ თანდებობიდან.
კომენტარები