საზოგადოება

“არა ბიჭო, პატრიოტიზმის გამო უნდა მოკვდე მშიერი საქართველოში… “

მოდელი სანდრა პაიჭაძე სოცქსელში ქართველი ხელოვანების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ მსახიობებს ხელფასები დააკლეს და ამის გაპროტესტებას აპირებენ, ტელეგადაცემების მთავარი თემაც ბოლო დღეებია, სწორედ ეს არის. ალექსანდრა წერს, რომ ძალიან კარგად ესმის იმ ხელოვანების, რომლებიც რუსეთში მიდიან და იქ აგრძელებნ შემოქმედებით საქმიანობას.
 „რა მნიშვნელობა აქვს, აქ თუ არ გაფასებენ ხელოვანს თუ სპორტსმენს, საქართველოში, რომელ ქვეყანაში წახვალ და გააგრძელებ კარიერას, რუსეთი იქნება ეს თუ თურქეთი, გერმანია თუ სომხეთი, სადაც დაგიფასებენ შრომას და ნიჭს და მუდმივად განვითარდები, იქ უნდა წახვიდე და ის ხალხი უნდა გყავდეს გარშემო… არა ბიჭო, პატრიოტიზმის გამო უნდა მოკვდე მშიერი საქართველოში… ვინ დაგიფასებს… ვის აინტერესებ… მოკვდი შიმშილით და სიამაყისგან თუ გინდა… ამიტომ ძაან კარგად მესმის იგივე რუსეთში მოღვაწე მომღერლებისაც და სპორტსმენებისაც…“ _ დაწერა სანდრა პაიჭაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close