საზოგადოება

“არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყოველწლიურად არ დაგებულა ამდენი გზა თბილისში როგორც დღეს”

ოთარ აბესაძე, სოციალურ ქსელში წერს

ზაალ უდუმაშვილი – დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული თბილისი როგორც დღეს.
ბატონო ზაალ,
1. არასდროს ყოფილა თბილისი ესეთი მწვანე როგორც დღეს. დაირგო თბილისსა და მის შემოგარენში მილიონზე მეტი ხე.
2. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში არასდროს არ გახსნილა დედაქალაქში ახალი მეტროს სადგური.
3. არასდროს არ აშენებულა დედაქალაქში ამდენი საბავშვო ბაღი.
4. არსდროს არ გაკეთებულა ან რესტავრაცია ჩატარებია ამდენ სკვერს.
5. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში არ აშენებულა ჩვენს დედაქალაქში ახალი სპორტის სასახლე (მაღლივის გვერდით)
6. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში არ აშენებულა თბილისში სტუდენტური საცხოვრებელი.
7. არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყოველწლიურად არ დაგებულა ამდენი გზა თბილისში როგორც დღეს.
8. არასოდეს არ ყოფილა თბილისში ბიზნესი ისეთი თავისუფალი როგორც დღეს.
9. არასოდეს არ ყოფილა თბილისში არქიტექტურა ისეთი როგორც დღეს (სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია ეს თქვენი პარტიის მემკვიდრეობაა)
10. არასოდეს ყოფილა დედაქალაქის ბიუჯეტი ესეთი სოციალურად ორიენტირებული როგორც დღეს.
11. არასოდეს ჩატარებია თბილისის არცერთი ძველი უბნის მონაკვეთს მსგავსი საფუძვლიანი რესტავრაცია როგორც დღეს ახალ ტიფლისს.
12. არასოდეს არ განხორციელებულა მსგავსი ტიპის რეაბილიტაცია თბილისში როგორიც ეხლა მიმდინარეობს პეკინის ქუჩაზე.
13. არასოდეს ყოფილა ესეთი დეპოლიტიზირებული სისტემა როგორც დღეს.
14. არასოდეს ყოფილა თბილისი და თბილისის ცენტრი ესეთი ლამაზი როგორც დღეს. (პანორამა თბილისი, გალერეა თბილისი უნივერმაღის ადგილას, ახალი შენობა პარლამენტის პირდაპირ და ა.შ. )
14. არასოდეს არ მიიღებს ნაციონაალურ მოძრაობს თბილისი არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ.

ბატონო ზაალ, დაამკვიდრეთ თქვენს პოლიტიკურ სტარტში 21-ე საუკუნის პოლიტიკური მიდგომები და არა რუსთავიორისეული “სიმართლის” მიწოდება ამომრჩევლისთვის.

P.S. პუშკინის ქუჩის ესტაკადა და თბილისი – კოჯორის ახალი გზა ეს ბონუსად გქონდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close