საზოგადოება

“არასდროს მივიღებ მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას „არასდროს მიიღებს”, რადგან უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც „უკრაინაში არის დაბადებული და გაზრდილი”.

განცხადება ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა უკრაინული არხის ეთერში გააკეთა.

 

“არასდროს მივიღებ მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც აქ არის დაბადებული და გაზრდილი. მე 13 წელიწადზე მეტი გავატარე უკრაინაში, მაგრამ უფრო დიდი სტაჟის მქონე ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი. მთავრობაში კი შეიძლება სხვაგვარად იყოს“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ დეპუტატების თავდებობით 11 დეკემბერს გაათავისუფლა.

 

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს ისევ დაკითხვაზე დაიბარა.

 

 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close