საზოგადოება
არამწეველი და მწეველი პატიმრები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია. განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.
კომენტარები