საინტერესო

ანტიკური ქალაქი, რომელიც თბილისის ყურისძირშია

იქ არსებული სასახლე, საქართველოში აღმოჩენილ სასახლებს შორის ყველაზე დიდი ნაგებობაა

თბილისის ყურისძირში ანტიკური ქალაქი ძალისი მდებარეობს.
ის არ ჰგავს სხვა ძეგლებს. იშვიათი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია.
1970-იანი წლებიდან აქ არქეოლოგიური კვლევები დაიწყო და აღმოჩნდა ანტიკური დროის ნაქალაქარი მთელი ინფრსატრუქტურით – მოკირწყლული ქუჩებით, სასახლით, ტაძრებით, სახლებით, აბანოებით, აუზით და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, აქ აღმოჩნდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი მოზაიკა.
დღეს ნამუშევარი მკვეთრად არ აღიქმება, მაგრამ დადგენილია, რომ მოზაიკაში 12 ფერის ქვაა გამოყენებული.
ერთგან გამოსახულია ღვინის ბერძნული ღვთაება დიონისე. იქვეა ქალღმერთი არიადნე წარწერებით. ასევე, გამოსახულია სხვადასხვა ფორმის ფიგურა და ჩუქურთმა, მათ შორის ვაზი.
კიდევ ერთი წარწერა გვამცნობს, რომ „მოხსენებული იქნას პრისკოსი ამის გამკეთებელი,“ რაც, შეიძლება, იმას გულისხმობს, რომ მოზაიკის ავტორი პრისკოსია.
რაც შეეხება სასახლეს, ის საქართველოში აღმოჩენილ სასახლებს შორის ყველაზე დიდი ნაგებობაა,
ძალისი ქართლის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც ქრისტეშობიდან მე-2 საუკუნეში დაარსდა და მურვან ყრუს შემოსევის დროს აღიგავა.
დღეს მცხეთის გამგეობის სოფელია.
გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი
.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close