სამართალი და კრიმინალი

ანტალიაში ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით საელჩო განცახდებას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო ანტალიაში ქართველების დაკავების სესახებ ინფორმირებულია. საელჩოს ცნობით, დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

”ველოდებით დამატებითი ინფორმაციას, რომლის მიღების შემდეგ დაკავებულებს საელჩოს მხრიდან დახმარებას შევთავაზებთ. დავეხმარებით ადვოკატის აყვანაში,ხოლო თუ არ ისურვებენ დახმარებას, დაენიშნებათ სახაზინო ადვოკატი”, – განაცხადეს საელჩოში.

ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი.

დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close