სამართალი და კრიმინალი

ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი.
ამის შესახებ 1tv თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close