პოლიტიკა

ანდჟეი დუდას ვიზიტი NATO-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთისპრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას,რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის25 წლის იუბილეს ემთხვევა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის,განსაკუთრებით   შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერას და როლს საქართველოსინტერესების დაცვისა და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზეისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისარაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი იცნობს იმ სირთულეებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისადა სახელმწიფოებრიობის დაცვასთან არის დაკავშირებული და აღნიშნა რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის და ამ თემის საერთაშორისოდღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close