ცისნამი საყვარლიშვილი, ემიგრანტი, ჟურნალისტი:

_ ამ ბოლო დროს ბევრი მსჯელობა მიდის სექსუალურ შევიწროვებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრი მეც გამაჩნია.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როგორ უნდა უნდოდეს კაცს ყველანაირი ჯიშის ქალთან სქესობრივი აქტი? რაღაც ხომ მაინც უნდა იზიდავდეს მასში? ქალი ხომ უნდა იყოს ძალიან #atractive რომ კაცს გული მიუვიდეს. თუ ფიზიკური კონტაქტი არ არის, სხეულებს ერთმანეთი არ მოსწონთ, ძალით რაფერ უნდა გქონდეს სექსი?!
მეორე – მე ასე მესმის, რომ თუ ქალს არ უნდა ვერავინ ვერ დააძალებს, ვერაფერს. აბა, ვინმემ რამე გამიბედოს, ცემით ამოვხდი სულს.
იმ ანგელოზივით ბიჭს, პაპუნას, რა გვარია? შემახსენეთ ერთი. რომ აბრალებთ ქალზე იძალადაო, მე პირადად არ მჯერა. მადლობა აქეთ გადაუხადოს იმ ქალმა, ასეთი #yummy გარეგნობის და ფიზიკური მონაცემების კაცთან ჰქონდა ლოგინი და დარწმუნებული ვარ კარგადაც ისიამოვნებდა!
ქალებო, თქვენ თუ არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ხოდა ჭკვიანათ მოიქეცით და ნუ ანგრევთ სხვის ავტორიტეტსა და ცხოვრებას. ზოგი ქალი ისეთი ბოროტია, რომ ოღონდაც ის კაცი სულ მისი იყოს, იტყუება და ცილს სწამებს. მე ასე მესმის, ეს ამბავი და თქვენი ჭირიმეთ, განსხვავებული აზრის გამო, ჯვარს ნუ მაცვავთ. 
აბა ჰე, წარმატებები ყველას! 

კომენტარები