საზოგადოება

ანა ჯალაღონია: ანა დოლიძის პოზიციაზე რეაქციებს ვუყურებ და თავი მეცოდება…

ანა ჯალაღონია, ადვოკატი:

_ ერთი მერცხლის დუმილის სინდრომით დაავადებული მასა და ხროვის პრინციპის პოლიტიკა…

ძალიან კარგი ბლოგი მომხვდა წინათ თვალში – კობა ჯუმუშაძის ,,ერთი მერცხლის დუმილის სინდრომი” ქვია.
რომელ მერცხალზეა საუბარი? აი იმაზე, იდეურად, შინაგანად, შინაარსობრივად რომ იცის, გაზაფხულის არსებობის შესახებ, იცის, რომ ის ბუნებაში არსებობს, იცის და სურს კიდეც მალე დადგეს წელიწადის ეს ნანატრი დრო, მაგრამ მაინც დუმს.
სწორედ ამ ერთი მერცხლის დუმილის სინდრომით დაავადებული მასა ყველაზე საშიში და სასტიკი მტერია გონიერი ადამიანის (ჰომოსაპიენსის) საზოგადოებაში. მან იცის, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა კომფორტისტია, მხდალია … თბილადაა სადაცაა და არ უღირს… თუ თბილად არაა, ხროვის პრინციპის პოლიტიკით მოქმედებს :
,,რა აზრი აქვს, მხოლოდ მე რას შევცვლი?” ”
,,სხვა აკეთებს და მე რა, სულელი ვარ?” .
სამაგიეროდ, ხროვის შეძახილით ჩაქოლავს და გააღმერთებს – ეს ის #ნულია, რამეს რომ წარმოდგენდეს, ერთიანი მაინც რომ სჭირდება გვერდით …
– რამ ,,მომიარა”?
არაფერი, უბრალოდ Anna Dolidze-ს და მის პოზიციაზე რეაქციებს ვუყურებ (რუსთავი 2- ის გადაცემა ,,არჩევანში” -რედ.), ერთი მერცხლის დუმილის სინდრომისა თუ ხროვის პრინციპის პოლიტიკით დაავადებული მასის რეაქციებით და …. თავი მეცოდება…
-მეცოდება თავი იმ საზოგადოების ხელში, მიმდინარე მოვლენებს სეირივით რომ უყურებს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ აცნობიერებს…
-მეცოდება თავი იმ პოლიტიკოსების ხელში, ორღობის ჭორიკნებივით გეომეტრიული პროგრესიით რომ ამატებენ ფერებს ტყუილ-მართალს და თავად ვეღარ არკვევენ რეალობა სად არის…
-მეცოდება თავი, როცა იმ ,,ძლევამოსილი საბჭოს ” ასეთ უსუსურს ვხედავ..
-მეცოდება თავი იმ მოსამართლის ხელში, გასაუბრებაზე კითხვების შიშის გამო აცილებას რომ ითხოვს, მისი მდგრადობა პროფესიულ საქმიანობაში ხომ აპრიორი ეჭვგარეშეა.
-მეცოდება თავი, როცა თანამედროვე სამყარო მარსის ათვისებაზე ფიქრობს და ჩვენ, რეგიონები ვერ აგვითვისებია.
-მეცოდება თავი იმ გარემოში, სადაც საკუთარი პოზიციის ქონა და არგუმენტირება, მეტოქეობას ნიშნავს.
და ასე, უსასრულოდ …
ჭკუას არვის ვასწავლი, უბრლოდ…  #მინდა_გვახსოვდეს რომ #დულილი_ოქრო_არ_არის, ის სიმხდალისა და “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” სახეა, მეტწილად….

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close