რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ანა მარგველაშვილი: ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა

   საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის მიმართ, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, კეთილსინდისიერი იქნება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა და გვჯერა, რომ ამას დავამტკიცებთ. იმედი გვაქვს, მოსამართლის კეთილსინდისიერების”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
 თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ თათარიშვილი 16 მარტს დააკავეს. მას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თათარაშვილს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close