რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

,,ანა ლომაშვილის სიკვდილი გამოიწვია ჯაჭვზე ჩამოხრჩობამ!”- ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა

,,ანა ლომაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ანას სხეულზე და სახის არეში სიკვდილამდე აქვს მიყენებული დაზიანენები. თუმცა, ამ დაზიანებებს არ გამოუწვევია მისი სიკვდილი. ანა ლომაშვილის სიკვდილი გამოიწვია ჯაჭვზე ჩამოხრჩობამ!… — ეს არის ექსპერტიზის დასკვნა…

როგორც ვვარაუდობდით და როგორც ვეჭვობდით, ანა ლომაშვილი სიკვდილამდე ნაწამებია!.. შუბლზე ბლაგვი საგნის ჩარტყმით აქვს დაზიანება და ასე შემდეგ… ჩამოხრჩობა — თვითმკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობის ინსცენირება, მალე დადგინდება! ვინ ცდილობდა კვალის დაფარვას?..

ანა, ჩემო პატარა დაიკო, სიცოცხლეში ვერ შევძელით შენი დაცვა. ჩვენ, ყველანი შენს მწამებელს კანონით დავსჯით!

გახსენით ქვედა ლინკი და მოისმინეთ რადიო გადაცემა ანა ლომაშვილის შესახებ.

” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,სოლიდარობის სახლი”.

euronews.ge ამ ტრაგედიის შესახებ წერდა. როგორც ცნობილია, 2017 წლის თებერვაში, ფონდ „ერთიანობის“ ვიცე-პრეზიდენტი ანა ლომაშვილი გაურკვეველ  მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. როგორც ამბობდნენ, სავარაუდოდ, ის იყო ძალადობის მსხვერპლი და არა თვითმკვლელი. მიუხედავად ამისა, საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. ექსპერტიზის ასეთი დასკვნის შემდეგ, იმედია, გამოძიება დაინტერესდება და გაარკვევს სინამდვილეს.

ანა (ანკა) ლომაშვილს 4 წლის შვილი, ბაჩო დარჩა.

არ გეყოთ ქალების სისხლი? – როგორ მენანები, ჩემო ლამაზუნა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close