რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ანაკლიაში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა შეხვედრა გამართეს

18 მარტს ანაკლიაში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა Bench-Bar-ის ფორმატში შეხვედრა გამართეს, სადაც აღკვეთის ღონისძიებები, მტკიცებულებების დასაშვებობა და მოპოვება, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების პრობლემური საკითხები განიხილეს.

Bench-Bar-ის მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. დავით ასათიანმა აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.

შეხვედრა მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close