პოლიტიკა

“ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთზე მეტ ხელისუფლებას და სამწუხაროდ, ისევ იმავე რეალობაში ვართ”

ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთზე მეტ ხელისუფლებას და სამწუხაროდ, ისევ იმავე რეალობაში ვართ და ამ კონსტიტუციასაც არავითარი შანსი არ აქვს მიაღწიოს იქამდე, რა ვადებსაც მასში წერენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

„ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ კონსტიტუციის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა იყოს შემდგარი ქვეყანაში ძირითად ფუნდამენტურ ჩონჩხზე, რა ფუნდამენტზე დგას ესა თუ ის სახელმწიფო და ამის შემდეგ, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები ვდაობთ სხვადასხვა ტაქტიკურ თემაზე, მაგრამ სტრატეგიული მიმართულება, ქვეყანა რა გზით მიდის, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ და ამაზე ყველა ერთად უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების ნაწილში კონსტიტუციის აღნიშნული მოდელს ორი მთავარი პრობლემა აქვს. როგორც ხიდაშელი განმარტავს, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში უსაფრთხოების კოორდინაციის თვალსაზრისით.

„ამ კონსტიტუციას მომავალი არ აქვს. როგორც 2003 წელს მიშას მიღებულ კონსტიტუციას მომავალი არ ჰქონდა, ზუსტად იგივე მიზეზების გამო. უშიშროების საბჭოს გაქრობა გაქრობა არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებშია. მეორე პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად დაპირებისა, ეს რაღაცა სხვა შეიარაღებული ძალები ამ წუთის მდგომარეობით ისევ წერია ტექსტში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close