მსოფლიო

ამ მომენტისთვის, ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 5 ადამიანის სიკვდილი დასტურდება

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ამ მომენტისთვის ხუთი ადამიანის სიკვდილი დადასტურდა, 120 ადამიანი დაკარგულად ითვლება, – იუწყება სააგენტო „სინჰუა“.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან მხოლოდ სამი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.

ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა სამაშველო სამუშაოების გააქტიურების შესახებ, რათა მსხვერპლის რაოდენობა შემცირდეს.

სამაშველო სამუშაოებში 540-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მეხანძრეეები, ექიმები. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა.

IPN

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close