საზოგადოება

ამ მიწისძვრას შეიძლებოდა, რომ ქალაქი დაენგრია – ინტერვიუ დავით ბუტიკაშვილთან

მიწისძვრამ, რომელის ეპიცენტრიც იყო სიღნაღი, მოსახლეობა ძალიან შეაშფოთა. მას შემდეგ, ამ თემაზე  ალიაქოთი არ ცხრება. ზოგი ამბობს, რომ საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი და ეს იყო მიწისძვრების კასკადის დასაწყისი.

   euronews.ge ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს მიწისძვრებთან დაკავშირებით ესაუბრა:

_ საქართველოში მიწისძვრა წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. შეიძლება გაგიკვირდეთ რასაც გეტყვით, მაგრამ კარგია, როცა პატარ-პატარა მიწისძვრები ხდება. ცუდი ის არის, მთელი წლის განმავლობაში, როცა მიწისძვრა არ მოხდება. ასეთ დროს, მიწისძვრის გამომწვევი ენერგეტიკული მუხტი სადღაც გროვდება და შეიძლება, მან გამოიწვიოს დამანგრეველი მიწისქვეშა ბიძგები. აქედან გამომდინარე, პატარ-პატარა მიწისძვრებმა მოსახლეობა არ უნდა შეაშინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი მიწისძვრა აღარ მოხდება.

 _ ბატონო დავით, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა პატარაა?

_ ასეთ მიწისძვრას შეიძლებოდა, ქალაქი დაენგრია, მაგრამ ამ დროს ქანები მოძრაობს  ვერტიკალურად და არ იწვევს ნგრევას. მიწისძვრის დროს შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ჰორიზონტალურ რყევებს, რაც არის  საშიში.  სწორედ ჰორიზონტალური რყევები იწვევს ნგრევას.

 _ სეისმოლოგებმა, გუშინ მომხდარი მიწისძვრის სიღრმედ 30 კმ დაასახელეს, რაც იშვიათი შემთხვევა ყოფილა. მორიგი უცნაურობა ის იყო, რომ სიღნაღი არ ითვლება სეისმოაქტიურ ზონად და მიწისძვრის ეპიცენტრი, ეს რეგიონი არასდროს ყოფილა. თქვენი აზრით, ამჯერად რა მოხდა?

_ დიახ, მოხდა ქანების დაძვრა დედამიწის წიაღიდან, საკმაოდ ღრმად, ამიტომ, ზედაპირზე მან არ გამოიწვია დამანგრეველი შედეგი. მიწის წიაღში ქანების გადაადგილებას ყოველთვის თან ახლავს გუგუნი, რაც ამ მიწისძვრის დროსაც დაფიქსირდა. ვერტიკალურ მიწისძვრებს გაგრძელება იშვიათად აქვს. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრა, რომელსაც საშინელი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. მაშინ, ქანების გადაადგილება მოხდა მიწის ზედაპირზე.

გეთანხმებით, რომ სიღნაღი არ არის სეისმურად აქტიური ზონა, თუმცა, როგორც ჩანს, მიწისძვრების გამომწვევი მუხტი ამ ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. გული დაიმშვიდონ სიღნაღელებმაც და საქართველოს სხვა კუთხეებში მაცხოვრებლებმაც. არც სიღნაღში და არც საქართველოს სხვა რეგიონში მიწისძვრა კარგა ხანს აღარ მოხდება. ასტროლოგიურადაც, მსვერპლისა და ნგრევის გამომწვევი მიწისძვრა საქართველოში მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close