რედაქტორის გვერდი

„ამ მანტიაში გახვეული ემზადება შემდგომი პოლიტიკური კარიერისთვის…“

სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის დეპუტატი:

_ მე პირადად დავესწრებოდი პრეზიდენტთან დანიშნულ შეხვედრას, ქუთაისში რომ არ ვყოფილიყავი. რამეთუ საჯარო მსჯელობა კონსტიტუციაზე, რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს, რათა კონსენსუსის მიღწევა შევძლოთ მთავარ საკითხებზე.

თუმცა, ასეთი შეხვედრა არ უნდა გახდეს ახალი დაპირისპირების საგანი და ამიტომ სიფრთხილე ევალებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრის მოწვევისას: ის, რომ სესიისთვის განკუთვნილი კვირა და პლენარული სხდომების განრიგი არ იქნა გათვალისწინებული, იკითხება როგორც პარლამენტის მიმართ უპატივცემლობა. ის, რომ ამ შეხვედრის დანიშვნა მოყვება ოფიციალურ კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მონაწილეობაზე უარის თქმას, წინასწარ ძაბავდა სიტუაციას.
ყველა საზოგადოებრივი შეხვედრა ამ თემაზე მისასალმებელია და ყველა აზრის მოსმენა საჭირო, ამიტომ არ ვეთანხმები ზოგ უმრავლესობის პათოსს ამ შემოთავაზების მიმართ და არც უარის თქმას. თუმცა რეფორმა რომ კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაა და სხვა არავისი, ეს კონსტიტუციისმიერ დადგენილ შტოების დაყოფის პრინციპის ქვაკუხედია … რაც, ვინ ვინ და, კონსტიტუციის პირველ დამცველმა უნდა ყველაზე კარგად იცოდეს.

ძნელია არ დაინახო, რომ ამითი და მისმიერ რადიკალურ პოზიციების დაჭერით რუსთავი 2 -ს და სხვა საკითხებზე, ნელ-ნელა პრეზიდენტი სცილდება კონსტიტუციის მიერ დადგენილ მიუკერძოებლობას და თავს აყენებს საზოგადოების ერთი პოლიტიკური გუნდის სათავეში.
ამ პოლიტიკურ თამაშში ჩართვით ასუსტებს ინსტიტუტს და აძლიერებს არგუმენტებს პრეზიდენტის საყოველთაო არჩევანის წინააღმდეგ.
ეს არა მხოლოდ სამწუხაროა, საქართველოს სახელმწიფო წყობისთვის ალბათ არა სწორი გადაწყვეტილება იქნება … ამას გააფორმებს (და ასეც არის წარდგენილი უცხოელებთან ) როგორც კიდევ ერთი შეტევა დემოკრატიაზე … და ამ მანტიაში გახვეული ემზადება შემდგომი პოლოტიკური კარიერისთვის…
სქემა ნათელია, ნაციონალებსაც აწყობთ, რამეთუ საპრეზიდენტო ფიგურა არ გააჩნიათ …
კიდევ ერთხელ ჩვენ ისტორიაში პოლიტიკური გათვლები სახელმწიფოზე მაღლა დგას… საწყენია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close