რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ამ კანონს არასდროს იცავენ შს სამინისტროს თანამშრომლები და სასულიერო პირები”

,,ძალიან კარგია საგზაო მოძრაობის გამკაცრებული კანონები, რომლებიც მძღოლებს პასუხისმგებლობას აუმაღლებს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავად უწყების და ხელისუფლების წარმომადგენლების როლი, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არასოდეს იცავენ,”- აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ ,,რუსთავი-2”-თან საუბრის დროს განაცხადა. კობაიძე ხელისუფლებას და უწყების თანამშრომლებს მოუწოდებს, რიგითი მოქალაქეებისთვის თავად გახდნენ სამაგალითონი და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, გაითვალისწინონ და პატივი სცენ საკუთარ შემუშავებულ და დამტკიცებულ კანონს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია თითოეული მძღოლის და ქვეითის სიცოცხლე, რომელიც შემთხვევითობისაგან არასოდესაა დაცული. თუმცა ავტო საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კი თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდება საკუთარ სიცოცხლეს და დაიცავს მოძრაობის წესებს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანის და მათ შორის არასრულწლოვანების სიცოცხლე შეეწირა უპასუხიმგებლო ავტოშემთხვევებს. შესაბამისად, მივესალმები ახალ კანონპროექტს, რომელიც 100 ქულიანი ბარიერით განისაზღვრა და ის ძალაში 1 ივლისიდან შევა. თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია თავად იმ ადამიანების როლი ამ კანონის დაცვაში, ვინც ეს კანონი მიიღო და შეიმუშავა. პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში კანონს არღვევენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის, რიგითი მოქალაქებისთვის სამაგალითო და მისათითებელნი უნდა იყვნენ. ესენი არიან მთავრობის წარმომადგენლები, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასულიერო პირები, რომლებიც არასოდეს იცავენ კანონს, არასოდეს ჩერდებიან წითელ შუქნიშანზე, არასოდეს უკეთიათ ღვედი, საჭესთან ყოფნის დროს საუბრობენ მობილურზე და რაც მთავარია, უწყების თანამშრომლები რომლებიც გადადგილდებიან სახელმწიფო ავტომობილებით არ გააჩნიათ სიჩქარის საზომი ერთეული. ზოგჯერ ისეთი სისწრაფით მოძრაობენ შეუძლებელია მანქანის ფერის გარჩევაც კი. ამიტომ, ჯერ მათ გაითვალისწინონ და გაიზიარონ მიღებული კანონი და ასეთ შემთხვევებში მათზე კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები ორმაგად იქნას დაკისრებული.”- განაცხადა  ხალხის პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close