საზოგადოება

,,ამოცანის გააზრებით უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილება”

,,გაუგებარია, დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლის ინსტანციური დაქვეითება ანდა სხვა სასამართლოში სავალდებულო ტრანსფერი, რამდენად შეესაბამება სასამართლოს ნდობის გაძლიერებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნებს"

ქართული მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევის – არასათანადო საზოგადოებრივი ნდობის, ყველაზე სწორი პასუხი ინდივიდუალური მოსამართლის როლისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსამართლეთა უვადოდ განწესების კონსტიტუციით გარანტირებული მაღალი სტანდარტი.
მიმაჩნია, რომ ამ ამოცანის გააზრებით უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილება.
მოსამართლე რომ ზომიერი, გაწონასწორებული და აზრის გამოხატვისას პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, სადავო არაა, მაგრამ დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლის ინსტანციური დაქვეითება ანდა სხვა სასამართლოში სავალდებულო ტრანსფერი, რამდენად შეესაბამება სასამართლოს ნდობის გაძლიერებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნებს, გაუგებარია. მაშინ, როცა მოსამართლის ნებისმიერი თანამდებობა, მიუხედავად ინსტანციისა თუ ტერიტორიული განაწილებისა თანაბრად საპატიო და საპასუხისმგებლოა.
იმედს ვიტოვებ, პროფესიულ წრეებს მიეცემათ განხილვებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.
დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close