რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ამნისტირებულ პატიმრებს დიდი თანხებით აჯარიმებენ _ პარლამენტში ახალ კანონპროექტს შეიტანენ

  მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრის დირექტორმა გიორგი გელაძემ euronews.ge-ს ამნისტიის კანონზე და მასში არსებულ პრობლემეზე ესაუბრა.

გიორგი გელაძე:

_ ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა ამნისტიის ახალი კანონპროექტი, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამოსწორდეს 2012 წლის ამნისტიის კანონში დაშვებული ხარვეზები. ამ კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს როგორც ხარვეზების გამოსწორებას, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის შემდგომ პროცესს. ხარვეზები 2012 წლის ამნისტიის კანონით არის აღიარებული პარლამენტისა და მისი ავტორების მიერ. თუნდაც ეკა ბესელიას არაერთხელ უთქვამს საჯაროდ ამასთან დაკავშირებით. აგრეთვე, სახალხო დამცველის 2012-13-14-15 წლების ანგარიშებშიც აისახა ეს ხარვეზები. იყო პარადოქსული შემთხვევებიც. ამნისტიის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სასჯელი რომელიც სრულად არ იყო ამნისტირებული უნდა შემცირებულიყო ერთი მეოთხედით, მაგრამ უვადო მჯავრდებულთა შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში წავიდა საქმე, თემიდა ჩიხში აღმოჩნდა. როგორ უნდა შეემცირებინა ერთი მეოთხედით სასჯელი, ეს ხომ პარადოქსია?

მოგეხსენებათ, უვადო პატიმრობა ნიშნავს სასჯელის კონკრეტულად განუსაზღვრელ ვადას და აქედან, ერთი მეოთხედის გამოთვლა შეუძლებელია რადგან არ არსებობს ზედა  ზღვარი.

კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვებით. სისხლის სამართლის საქმეებზე ადამიანებს შეუმცირდათ სასჯელები ამნისტიის კანონით, მაგრამ დარჩათ განუზომელი ჯარიმები. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და ეს თანხა შეადგენს რამდენიმე მილიონს. ზუსტად 12 164 ადამიანი იყო ამ მდგომარეობაში და თანხა იყო 104 200 002 ლარი. ეს თანხა არის ჯარიმის სახით, ამიტომ ვერ ახერხებენ დასაქმებას, ბანკიდან სესხის გამოტანას. ფაქტობრივად, საზოგადოებაში ინტეგრაცია ვერ მოხერხდა. ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება პრაქტიკულად ამოუღებელი თანხების ანულირებას.

_ თქვენ ამ თანხების გაუქმებას ითხოვთ?

_ დიახ. ამ პროექტის მიხედვით მოხდება ამნისტირება იმ ჯარიმების, რომელიც გამოიწერა 2012 წლამდე სისხლის სამართლის საქმეებზე. 2012 წლის ამნისტიის კანონის მე-13 მუხლში ეწერა, გათავისუფლდეს სს პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან პირი თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია სსკ 262-ე მუხლითაც.

ორი მუხლი იყო, რომელიც ეხებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა დანაშაულებს – ამნისტიის მერვე მუხლი და მეცამეტე. ამ მუხლების გათვალისწინებით სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდნენ (მათ შორის 2 უვადით მსჯავრდებული დ. ნ. და ი. მ.) ან ერთი მეოთხედით შეუმცირდათ სასჯელი ყველა პირს, ვინც მსჯავრდებული იყო სსკ 260-ე მუხლით, მაგრამ უცვლელი დარჩათ სსკ 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელები.

გამოვიდა პარადოქსი, რადგან ნარკოტიკთან დაკავშირებული მუხლი გახდა ამნისტირებული და მისი გადაზიდვა აღმოჩნდა არაამინისტირებული.

ჩვენს ამნისტიის კანონპროექტში უმთავრესად მიგვაჩნია ის, რომ 260-ე მუხლით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის მსჯავრდებულები საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდებიან. შემდგომ  ასევე გათავისუფლდებიან  იმ 5 წლიანი დამატებით სასჯელისაგანაც, რომელიც მათ ეკისრებათ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კანონის თანახმად, რომელიც ზღუდავს მათ უფლებებს  აიღონ  მართვის მოწმობა, იმუშავონ ექიმად ან პედაგოგად, რაც ხელს უშლის მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

აი, ეს დამატებითი სასჯელები მოეხსნებათ ამ კანონპროექტით მათ. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს პირის ორჯერ დასჯას ერთიდაიმავე დანაშაულისთვის, თუმცა ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს კანონის გამოყენებით ვღებულობთ ასეთ პარადოქსს.

ამინისტიის კანონპროექტი გავაცანით აკადემიურ წრეებს და 21-მა პროფესორ/აკადემიკოსმა სამართალმცოდნემ გააკეთა დასკვნა, რომ ის არის უნაკლო. უახლოეს მომავალში ამ კანონპროექტს  შევიტანთ პარლამენტში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close