ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე გვირჩევს: არ გადავკოცნოთ ერთმანეთი და არ ჩამოვართვათ ხელი

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close