რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ამერიკაში, ფლეთბუშის ჭორებს კრიმინალები იყენებენ

ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ცრუ ინფორმაცია საემიგრაციო საკონტროლო პუნქტების შესახებ ცეცხლივით მოედო ფეისბუქს! თუ თქვენ იყავით Facebook ან Twitter-ზე ამ კვირაში, ალბათ ნახავდით გამაფრთხილებელ განცხადებებს საკონტროლო პუნქტის შესახებ ფლეტბუშში, ბრუკლინი. „თავი აარიდეთ ჩარჩ ავენიუს 35-დან უტიკამდე! იქ საემიგრაციო საკონტროლო პუნქტია!”
 მსგავსი განცხადებები მოდიოდა თითქმის მთელი ქვეყნიდან, თითქმის ყოველთვის მეორე პირის მიერ დაწერილი და ცეცხლის სისწრაფით ვრცელდებოდა.
მათთვის ვინც აღელვებულია პრეზიდენტ ტრამპის ეხლანდელი გაძევების პოლიტიკით, შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ასეთი ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვისაც. Facebook გამოკვლევა აჩვენებს 100 სახვადასხვა შემთვევას ფლეტბუშის გამაფრთხილებელი განცხადების გაზიარებისა ხუთშაბათის მერე და კიდევ უფრო მეტი გაზიარება სხვა პლატფორმებზე. კვირა დღისთვის გაფრთხილება იმდენად შორს გავრცელდა, რომ გამოეწვია შეშფოთება Twitter-ის მონიტორინგის მომსახურება Dataminr.
მხოლოდ ერთი პრობლემა არის, ფლეტბუშის საემიგრაციო საკონტროლო პუნქტი არ არსებობს. არცერთი ფოტო პირველი პირის მოწმობის ჩათვლით არ არის მართალი, ის ვინც მივიდა იქ, ვერ ნახა რაიმე მსგავსიც კი, რასაც საკონტროლო პუნქტს მიამსგავსებდა.
 კამილ მაკლერმა, ვინც შეამოწმა ფლეტბუში, თქვა: „მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იქ არავითარი საკონტროლო პუნქტი არ ყოფილა.”
ესეთი ჭორები ვრცელდება იმ ერთკვირიანი აგრესიული პოლიტიკის მერე, რომელიც ICE-ა ჩაატარა და რითაც უსაშველოდ გაზარდა შიში და პანიკა იმიგრანტების თემებში. სააღსრულებლო მოქმედებებმა მრავალ ფორმა მიიღო, მათ შორის რეიდები სამუშაო ადგილებში და ასევე მოწმეების დაკავება, მაგრამ ICE უარყოფს განურჩეველ გამოყენებას საკონტროლო პუნქტების – და NYIC-ის მონაცემების მიხედვით არის მიზეზი რომ დავუჯეროთ მათ.
   გასულ ორშაბათს, ემიგრანტთა უფლებების დაცვის ჯგუფმა Make the Road გააგზავნა გამაფრთხილებელი მესიჯი თავისი წევრებისთვის, რომ არ გაავრცელონ განცხადებები საკონტროლო პუნქტების შესახებ თუ ისინი თავისი თვალით არ უნახიათ და არ გადაუმოწმებიათ. „ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ შიშის ატმოსფეროში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეზობლებს და ახლობლებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია ICE აქტივობების შესახებ გადამოწმების გარეშე. რთული სათქმელია, როგორ გავრცელდა ფლეთბუშის ჭორი – იყო ეს შეცდომა თუ მიზანმიმართული ტყუილი- მაგრამ ხალხის ამ შიშებს უკვე იყენებენ თავის სასარგებლოდ კრიმინალები.
ამ აფიორების მსხვერპლები იშვიათად აღიარებენ, რომ ისინი მოატყუეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ICE მართლა ფართოდ მოქმედებს და აკავებს ხალხს. გასულ კვირაში ICE აგენტებმა დააკავეს უდოკუმენტო ემიგრანტი ქალი რომელიც შველას ითხოვდა სასამართლოში ოჯახური ძალადობისგან. სხვა რეიდის დროს დაკავებულ იქნენ მამაკაცები რომლებმაც დატოვეს მიუსაფართა თავშესაფარი. ასეთმა ტაქტიკამ ააფორიაქა ბევრი იმიგრანტი, ლეგალი თუ არალეგალი და ისინი ეხლა ფრთხილობენ, არ მიმართონ პოლიციას ან სასამართლოს.
„ეს უბრალოდ უგუნურება არის” თქვა მაკლერმა ICE მოქმედებების შესახებ “ისინი დიდ შიშს თესავენ ხალხში.”

წყარო: theverge.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close