საზოგადოება

“ამ დროს მინდება, ვიღაც დავჩეხო, დავანაწევრო”

ბლოგერი, გურამ შეროზია საკუთარ გვერდზე წერს:

 

დილის 10-ის ნახევრიდან 7-ის ნახევრამდე სამსახურში ვარ
– მერე ლექციაზე გავრბივარ ან ილიაუნიში, ან იბსუში, ან სეუში
– ან გადაცემას ვწერ საზ. მაუწყებელში
– შაბათს მთელი დღე ლექციებზე ვარ
– კვირა ყველაზე მძიმეა: ელიავა, ავტოსამრეცხაო, დისერტაციის წერა, საოჯახო საქმეები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ათასი რამ
– ღამით ფეიჯზე უნდა ავტვირთო ქონთენთი, ბლოგსაც მიხედვა უნდა…
– ან სასწრაფოდ ვალაგებ სახლს და გასაღებების ჩხრიალით ვხვდები რომელიმე მდგმურს, ან ამ, ან იმ სახლში
– შეყვარებულს, ოჯახს, მეგობრებსაც ვერ მოვაკლებ ყურადღებას, ვერც საზოგადოებას, რომელიც მგულშემატკივრობს, გართობაც საჭიროა – ანუ შუაღამეც დაკავებულია
– სადმე დასვენების დღე გავარდება და ეგრევე გავრბივარ ქვეყნიდან შაბათ-კვირის მიმატებით

და უცებ ვიღაც რომ გეტყვის საერთო საქმეზე: მე არ მცალია გურამ და იქნებ შენ დარეკო/მიხვიდე/გაარკვიო? (განაწილებაზე არ მაქვს პრობლემა რა თქმა უნდა)

აი ამ დროს მინდება ხოლმე, რომ დავჩეხო, დავანაწევრო და გვამი ძაღლებს მივუგდო, ან ნელ ცეცხლზე შევბრაწო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close