რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„ალო, ბათუმია? როგორ გესმის შე ჩემა?“…

მე მაინც მოდელირებულ ინტერვიუს დავარქმევ…. ნაციონალებსაც ხომ უყვართ მოდელირება და საზოგადოებასაც  კარგად ახსოვს  ის კოშმარი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ, ე.წ. „მოდელირებული ქრონიკით“ გამოიწვია მიშას მთავრობამ.

იუმორისტული, ქართულ კინოფილმ „მიმინოს“ მოტივზე შექმნილი ინტერვიუ, რომელიც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ჟურნალისტ თამაზ ჭეიშვილს ეკუთვნის და ფოტოც მის ფეისბუქგვერდზე აღმოვაჩინეთ:

,,БААТУМИ ЕЕХ БААТУУМИИИ,,(ძველი ხორვატული სიმღერა).
___________________________

– ალო, ბათუმია? როგორ გესმის შე ჩემა?
– იეს იეს,ბურუნდია!
– სახაჭაპურეა?
– იეს,იეს!
– სახაჭაპურე არ არის ესა?
– მაიცა,რომელი ხარ?
-მიშა ვარ,,სურენა-მაღალშენკო“!შენ რომელი ხარ?
– ვანო ვარ,ვანო, ,,აჭარული ხაჭაპურები“ გავხსენი აქ! მაგრა უყვართ ზანგებს!
– ვა,გამოგიშვეს,ვანო? რა სახაჭაპურე?რა ზანგები,დაშიფრულად მელაპარაკები?
– სად რეაკავ,დაგენაცვლე?
– ბათუმში!
– ბურუნდიაა,მა მა ნუ წამიწყდებააა!
– ბოდიში,კარგად ბრძანდებოდეთ!
– მაიცა,არ დაკიდო, რა! არ დაკიდო!
– ჰო,ვანო… რა გინდოდა… გიისმენ…ვალუტაში ვიხდი წუთებს…უმუშევარი ვარ!
– მიშა, მიშა! სუუურენ!
– ჰო!
– ბათუმში კვერცხებზე ,,შლოპანცები“ ისევ დგას ?
– რაა…ვიცი აბა? მეც მაგას ვჩივი,იმიტომ ვრეკავ ბათუმში!
– ..ვანო…რატომ გაჩუმდი?
– ვქვითინებ…მოგუდულად…
– რა გინდა მაგ ბურუნდიაში, ჩამოდი ჩემთან, მოხალისეთა ბატლიონში ჩაგრიცხავ!
-მიშა!
-ჰოო!
– ვიმღეროთ,რა!
– რაა…ვიმღეროთ?
– ისა…აი ისა, – დარია თუ ავდარიაა,მიშა მაგარიაა!
მღერიან,მათი სიმღერა ძლიერდება და მთელ სანაცეთს და სარესპეტში გაისმის…
მორჩა კინო!

ჩაიწერა (,,ფლეშკაზე,,) თამაზ ჭეიშვილმა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close