რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ალექსანდრე კობაიძე: ნინო გვენეტაძე მის წინამორბედს ემსგავსება

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე, იურისტი ალექსანდრე კობაიძე სასამართლო პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც კობაიძე აღნიშნავს, დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარაფრით განსხვავდება წინამორბედისგან. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კანონის შესაბამისად მოქმედება და მისი პატივისცემა ვერ ისწავლა.

,,სამწუხაროდ აშკარაა, რომ გვაქვს შერჩევითი სამართალი. ადამიანს საჭმლის მოპარვისთვის ასამართლებენ, ხოლო მილიონის მოპარვისთვის საერთოდ ათავისუფლებენ. გამოძიების ეტაპზე კი მოიმატა აღკვეთი ღონისძიების გამოყენებამ. დაუსაბუთებლად, კანონის საერთაშორისო კონვენციების და ევროსასამართლოს პრაქტიკის უგულველყოფით ახორციელებენ უსამართლობას. ასევე აღსანიშნავია მოსამართლეების მიერ კანონის უხეში დარღვევები, ისინი მათი ნებასურვილით მოქმედებენ და კანონს, როცა უნდათ იცავენ და როცა უნდათ არა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებამ კანონის შესაბამისად მოქმედება და მისი პატივისცემა ვერ ისწავლა. აქვე მინდა აღვნიშნო ქალბატონი ნინო გვენეტაძის როლი უზენაეს სასამართლოში. ის მის წინა მორბდეს ემსაგვსება. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე შეტანილი სარჩელები წლების განმავლობაშ იწელება, რითის მოქალაქეებს ზიანი ადგებათ, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლებ მოსამართლეს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით ჩავთალოთ, რომ პროცესი წაგებული გაქვთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქალბატონ გვენეტაძეს არაერთხელ მოუწოდე, ნუ იქნება სისტემის მძევალი და როგორც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო ობიექტური და სამართლიანი, ისევ იმ პათოსით გააგრძელოს მუშაობა. ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით არაერთი მონიტორინგი ჩაატარეს არასამთავრობოებმა სადაც უამრავი დარღვევა და უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენებია გამოტანილი. უბრალოდ ძალიან საინტერესო როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსაგავსი უსამართლობა, ნიჰილიზმი და ადამიანებში დაუცველობის განცდა?! აუცილებლად მოვა დრო და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს არა შერჩევითი სასამართლოს შესაბამისად, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე,”- აცხადებს ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close