რედაქტორის გვერდისაზოგადოება

“აი ახალგაზრდობა! ზის აქ ჯანმრთელი, მოხუცი ბებიები კი ფეხზე უნდა იდგნენ!”

ეს ამბავი თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა:

15 წლის ბიჭი ამოვიდა ავტობუსში. ავტობუსმა გზა გააგრძელა და 20 წუთში გაივსო. ბიჭი იჯდა და ხმაამოუღებლად უსმენდა მუსიკას, თან იყურებოდა ფანჯარაში. უცებ მოხუცმა ქალმა მხარზე მოკიდა ბიჭს ხელი და უთხრა: “როგორ არგრცხვენია? მე შენი ასაკის რომ ვიყავი, ყოველთვის ვუთმობდი ადგილს მოხუცებს, შენ კი…” მოხუც ქალს დაემატა კიდევ ერთი, რომელმაც უთხრა: “აი ახალგაზრდობა! ზის აქ ჯანმრთელი, მოხუცი ბებიები კი ფეხზე უნდა იდგნენ!”. დაახლოებით 2-3 წუთში ამ 2 ქალს მთელი ავტობუსი დაემატა და ბიჭს ლანძღვა დაუწყეს, ფაქტორბივად, ყველა ამ ბიჭის წინააღმდეგ იყო მიმართული. მან ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას და თქვა: “კარგი, მე ავდგები, მაგრამ ამ ადგილზე დაჯდეს მხოლოდ ის, ვისაც საკუთარი სიტყვების არ შერცხვება!” ბიჭმა ძლივს დაიწყო რაღაცის ამოღება სკამის ქვემოდან, აი, გამოჩნდა ერთი ყავარჯენი, მერე მეორეც, ძლივს წამოდგა და ფეხზე დადგა. ყავარჯნებზე დაყრდნობილი ყველა გაოცდა, არავის უფიქრია და არავის წარმოედგინა, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. მთელ ავტობუსში დუმილმა დაისადგურა. ბიჭი კი იდგა ყავარჯნებზე; ძლივს იდგა, მაგრამ დგომის ძალას მხოლოდ ის აძლევდა, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.

P.S. ჩვენ საჯაროდ გამოვიტანეთ აღნიშნული ფაქტი, რათა თვითონ საზოგადოებამ შეაფასოს და განსაჯოს, მსგავს სიტუაციაში ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close