საზოგადოება

,,აი, ამ ელიტის შემოქმედ სტალინს მიაკვდა ძაღლი სულში -კიდევ ერთხელ…”

თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ – სამართლებრივი პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და არა კოლექტიური.

კოლექტივს ვერ გაასამართლებ. სამართლდება ინდივიდი.

გაქცეულის მშობლები, ჩემი ღრმა რწმენით, ვერაფერს გაუკეთებენ საკუთარ შვილს იმაზე უკეთესს, ვიდრე პოლიციაში გამოცხადებაა მასთან ერთად.

რაც შეეხება ზოგად ჩივილებს საზოგადოების პასუხისმგებლობაზე, ამაზე გასული 25 წელი მახსენდება.

გასული 25 წელი ადასტურებს, რომ კლანურ/კრიმინალური კულტურა ახასიათებს არა იმდენად რეპრესირებულ წრეებს, არამედ სოციალური და მატერიალური კაპიტალით მდიდარ “ელიტას”.

და ისევ… მამარდაშვილის ციტატა:

”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”

ჰოდა, აი, ამ ელიტის შემოქმედ სტალინს მიაკვდა ძაღლი სულში – კიდევ ერთხელ” _ წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close