
თბილისში, მეტეხის ხიდთან დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ავტომობილმა მართვა დაკარგა და მტკვარში ჩავარდა. სამწუხაროდ, მძღოლი დაიღუპა.
.
დაღუპული მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა. ის ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.
-ტრაგედია ტრიალებს. ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა, არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი, – ყვებიან მასზე ახლობლები.
ხობში ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და გიგი. ბოლო წლებში თბილისში გადავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, იქ ისწავლა და მუშაობდა. ამ დილას ჩამოვასვენეთ. გიგი 24 წლის იყო, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მეუღლე სამი თვის ორსული მეუღლე ჰყავს.
ამბები.ჯი-სთან გიგი ზარანდიას მეგობარი ყვება:
– რა მოხდა რეალურად, რა ვერსიები გაქვთ ახლობლებს?
– არ ვიცი, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ორი წლის წინ შეემთხვა ძალიან მძიმე ავარია, ძალიან ცუდად იყო, აპარატზე შეერთებული, შეიძლება ახლა გაითიშა მართვის დროს საჭესთან. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უპატიოსნესი ბავშვი იყო.
– გამორიცხავთ თვითმკვლელობის ვერსიას?
– კადრები ვნახე, ვიცი, ამბობენ, მაგრამ გამოვრიცხავ, ამ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. მომხდარის შემდეგ თბილისში მეც ჩამოვედი, შოკირებულები ვართ ყველა.
– ახლა ბოლო პერიოდი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა?
– დიახ, ოთხი-ხუთი თვის წინ დაოჯახდა, ათ დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. რემონტი ჰქონდათ სახლში დაამთავრეს, სიმამრს ელოდებოდნენ, შაბათს უნდა ჩამოფრენილიყო. გიგის 22 წლის ძმა ჰყავს და პატარები კიდევ გოგო და ბიჭი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. ბებია ემიგრანტი ჰყავს.
ამბები.ჯი