ავღანეთში, ქალაქ ლაშკარ-გაჰში ბანკის განყოფილებასთან ავტომობილის აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ გილმენდის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა ომარ ზვაქმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები არიან.

ავღანური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გილმენდის პროვინციაში მოხდა.

კომენტარები