რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ავტოფარეხების წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო -,,ჩემი ძმის ავტოფარეხს პირადად გავუკეთებ დემონტაჟს”

„ახალმა საქართველომ“ მერიას წარუდგინა პროექტი, რომლითაც, მათი თქმით, თბილისში პარკირებისა და განწვანების პრობლემა მოგვარდება. პროექტი ეხება ავტოფარეხების აღებას. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, მოსახლეობის საშუალოდ 40 პროცენტი აშენებული ან კონსტრუქციული ავტოფარეხით სარგებლობს, 60 პროცენტისთვის კი მიუწვდომელია როგორც ავტოფარეხის, ასევე გარე პარკირებისთვის გამოყოფილი ზონა.

„თითოეული საცხოვრებელი კორპუსის 90 პროცენტი იძულებით დათმობილია ავტოპარკირებისთვის. შესაბამისად, არ რჩება ადგილი გამწვანებისთვის, რეკრეაციულო ზონისთვის და ბავშვთა სათამაშო მოედნისთვის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე ცენტრალური ქუჩების პარკირება, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება საფეხმავლო გზაზე. უნდა გაკეთდეს ვერტიკალური პარკირების სისტემა რაც მნიშვნელოვნად მოაგვარებს  ამ პრობლემას“- განაცხადა ანა კობახიძემ.

Euronews.ge დაუკავშირდა ,,ახალი საქართველოს“  ერთ- ერთ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს. მისი თქმით, თბილისში ე.წ. „გარაჟები“ სოკოებივით მომრავლდა, ამიტომ უნდა მოხდეს დედაქალაქის გათავისუფლება ავტოფარეხებისაგან. 

_ ბატონო ლევან, პროექტი რომლზეც თქვენ საუბრობთ, როგორც მახსოვს,  „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც აქტუალური იყო. ბულდოზერებით ანგრევდნენ შენობა-ნაგებიბებს, ავტოფარეხებს… თუმცა, ეს კამპანია მოულოდნელად შეწყდა. თქვენ ახალი ტალღის აგორება გსურთ? 

_ ნაციონალურ მოძრაობას არანარი მსგავსი პროექტი არ ჰქონია.  მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. პირიქით, მათ დროს ასობით და ათასობით ავტოფარეხი აშენდა და სოკოებივით მომრავლდა. ფაქტობრივად, თბილისში აღარ რჩება ადგილი გამწვანებისთვის, რეკრეაციული ზონისთვის  და ბავშვთა გასართობი მოედნებისთვის. ჩვენ გვინდა, დედაქალაქში მსგავსი სიმახინჯეები აღარ იყოს.

_ რას ფიქრობთ, მოსახლეობა ამით კმაყოფილი იქნება?

_ ჩვენ გვაქვს ინიციატივა – ,,თბილისი ავტოფარეხების გარეშე”. არავის საკუთრებაში შეჭრას არ ვაპირებთ. მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემა აწუხებს, თუნდაც ავტოფარეხების ადგილზე იქნება გამწვანება, დაირგვება ხეები და ეკოლოგიური პრობლემაც აღმოიფხვრება. თუ ეს დაიწყება, ჩემ ძმას აქვს ავტოფარეხი, რომელსაც ჩემი ხელით გავუკეთებ დემონტაჟს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close