რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დავით ასათიანი: კარგი ტრადიცია დაინერგა …

  „კარგი ტრადიცია დაინერგა – მუდმივი ტელეხიდი სტრასბურგის სასამართლოსთან, ადვოკატები იღებენ საჭირო ინფორმაციას ევროპული სასამართლოს პროცედურებზე, სიახლეებზე და პრაქტიკაზე“ _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი – დავით ასათიანი.

30 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან (სტრასბურგი–თბილისი) ტელეხიდის მეშვეობით ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნერგავს ტრადიციას და უკვე მესამედ ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ტრენინგში მიიღონ მონაწილეობა.
სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს შესთავაზეს ორსაათიანი სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილეს ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close