სამართალი და კრიმინალი

“ავთანდილ ხურციძეს, სავარუდოდ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ”

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მაყვალა ხურციძის თქმით, ცოტა ხნის წინ შვილი ტელეფონით დაუკავშირდა. „მან მითხრა, რომ ერთ კვირაში სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მას, სავარაუდოდ, უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ“, – განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მისი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება და იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მაყაშვილი კი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close