საზოგადოება
ადვოკატთა უფლებების დაცვის საკითხებზე ლექციას ზაზა ხატიაშვილი პრაღაში წაიკითხავს
ხვალ, ,,პრაღის კლუბში” დაიწყება ორ დღიანი კონფერენცია ადვოკატის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც დაესწრებიან ადვოკატები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. სპეციალურ საკითხად განიხილება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილება ადვოკატის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მომხსენებლის სტატუსით მიწვეულები არიან ადვოკატები: ზაზა ხატიაშვილი და ფრიდონ სიხუაშვილი. 27 აგვისტოს ადვოკატების თხოვნით ზაზა ხატიაშვილი გამართავს ლექციას ადვოკატის უფლებების დაცვის საკითხებთან მიმართებაში.