სამართალი და კრიმინალი

ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდელო წინადადებით გამოდის

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით, ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდელო წინადადებით გამოდის.

 გიორგი თევზაძე:

_ მთელ რიგ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა არასახარბიელო ვითარებას გვიჩვენებს. ადმინისტრაციულ ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას და განმცხადებლისთვის უცნობი რჩება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს კანონმდელობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განიხილება, როგორც უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. განმცხადებლის უფლების დაცვის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში, დაინტერსებული პირი მოქმედებს ისე, რომ არც კი იცის, რა საფუძვლით და დასაბუთებით ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციორებენ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე და სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც ხელფასს იღებენ გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხებით, ვალდებულნი არიან, მოქალაქეთა განცხადებებზე დააფიქსირონ დასაბუთებული პოზიცია.

სწორედ ამ ვითარების შეცვლის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმბდელო წინადადება, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განხილული უნდა იქნას, განცხადების დაკმაყოფილებად. ამ ინიციატივის ერთ–ერთი მიზეზს ასევე წარმოადგენს სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოების ცოდნის არასახარბიელო მდგომარეობა. საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ განცხადებაზე ერთი თვის ვადაში პასუხის გაუცემლობა უკვე განიხილება უარად და განმცხადებელი ვალდებულია, მომდევნო ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ეს უარი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, უფლების დაცვა შეუძლებელი გახდება. საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ ვალდებულებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. ეს ინიციატივა წაახალისებს სახელმწიფო უწყებების ჯეროვან და კვალიფიციურ მუშაობას, ასევე განტვირთავს სასამართლო ორგანოებს პრობლემური ადმინისტრაციული დავებისგან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close