პოლიტიკა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ – კელი დეგნანს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

   ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ – კელი დეგნანს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. ელჩმა დეგნანმა ადვოკატთა ასოციაციას და იურიდიულ პროფესიას შემდგომი გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და შესაბამის სააგენტოებთან იურიდიული პროფესიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელჩი დეგნანი უახლოეს მომავალში ეწვევა ადვოკატთა ასოციაციას შემდგომი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close