საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის ახალი შენობის დიზაინმა საერთაშორისო  არქიტექტურული ჯილდო მიიღო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი სათაო ოფისის კონცეფცია და დიზაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – Global Architecture & Design Award -ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.
არქიტექტურული პროექტის ავტორი დავით ცუცქირიძეა.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც საქალაქო სასამართლოს უკან მდებარეობს ორ სართულსა და ტერასას მოიცავს. შენობის სამკუთხედის ფორმის არქიტექტურული კონცეფცია სიმბოლურია და მართლმსაჯულების სამ აქტორს გულისხმობს ესენია: ადვოკატურა, სასამართლო და პროკურატურა.

ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close