საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციამ სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

  15 სექტემბერს, ნიუ იორკის შტატის ქალაქ სირაქიუზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით ასათიანმა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა – კრეგ ბოიზმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო აკადემიური წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური სტიპენდიით, რომელიც გავრცელდება ყველა სასწავლო პროგრამაზე – მაგისტრატურა (LLM), დოქტორანტურა (PhD), იურის დოქტორი (J.D) და მოიცავს პროგრამის ღირებულების მინიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ლექტორების და ტრენერების მონაწილეობას სირაქიუზის უნივერსიტეტის სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით და კვლევით პროგრამებში.

სირაქიუზის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1870 წელს დაფუძნდა და აერთიანებს მრავალ წარმატებულ და გამოჩენილ კურსდამთვრებულს, რომელთა შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი – ჯოზეფ ბაიდენი.

სპეციალური სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობის წესები და პროცედურები მომდევნო წლის სააპლიკაციო ციკლის დაწყებასთან ერთად გამოცხადდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close