ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ბაზაზე, 1998 წლის 6 მაისს, დაფუძნდა და რეგისტრაცია გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამ. ხოლო თავად ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი კი 1992 წლის იანვარში დაფუძნდა, საზოგადოებისათვის ცნობილია რომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდს და შემდგომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიდან, პირველი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

საზოგადოებას გავახსენებთ ამ ორგანიზაციების პრეისტორიას და ვიტყვით, რომ ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ. უდავოა, აღნიშნული ორგანიზაციები აქტიურად მოღვაწეობდნენ და დღემდე მოღვაწეობენ ადამიანის უფლებების მიმართულებით კერძოდ:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი, ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან, 1992 წლის კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ, აქტიურად იცავდა უფლებაშელახული მოქალაქეების ინტერესებს. მათ შორის პოლიტიკური მრწამსით დევნილ პირებს. ფონდის ინიციატივით მოხდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების _ ვიქტორ დომუხოვსკისა და პეტრე გელბახიანის, ირაკლი დოკვაძისა და სხვათა კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. ამ სასამართლო პროცესზე განსასჯელებს იცავდნენ ფონდის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ოთარ აგლაძე ადვოკატის სტატუსით და ფონდის ოფიციალური წარმომადგენელი, გოგი ხოშტარია _ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ სასამართლო საქმეებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდში და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან იურისტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ჟურნალისტები, ჰუმანიტარული დარგის სხვა სპეციალისტები და სამეცნიერო და ხელოვნების ასევე სხცადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია პერმანენტულად ახორციელებდა სხვადასხვა სახის ღინისძიებებს. საზოგადოებრივ საწყისებზე, კერძოდ, პოლიციის განყოფილებებში ტარდებოდა საზოგადოებრივი მონიტორინგი განსახვავებული პოლიტიკური მრწამსით დევნილი პირების დაცვისთვის, რათა თავიდან აცილებული იყო მათი უკანონო პატიმრობა და შემცირებულიყო უფლებების შელახვის ფაქტები. ეს აქტივობები ამ პერიოდში დაფიქსირებული იყო სხვადასხვა მედია საშუალებებში. ფონდსა და საერთაშორისო ორგანიზაცია განხორციელებული აქვს არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში. ახდენდა მოქალაქეების და პატიმრობაში მყოფი პირების ინფორმირებას და უწევდა კონსულტირებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის საშუალებების თაობაზე. ამ ღონისძიების გასაშუქებლად, სპეციალურად გამოდიოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის არაკომერციული გაზეთი „მრწამსი“, ხოლო შემდგომში როდესაც დაფუძნდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია მისი ბეჭდური ორგანო იქცა არაკომერციული გაზეთი „ადამიანის უფლებები და არგუმენტები“ რომელიც პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში, მათ შორის პატიმრებში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ინიციატივით მოხდა საპატიო სიგელისა და ოქროს მედალიონის დაწესება ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე გამორჩეული პირებისთვის.

1997 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათ დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაეცა საქართველოს ეროვნულ გმირს, ცნობილ უფლებადამცველს, მერაბ კოსტავას, რომელიც ინახება მის სახლ-მუზეუმში. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია 1998 წლის დაფუძნებიდანვე, საქმიანობის ძირითად პრიორიტეტად იქნა დადგენილი უფლებადაცვითი საქმიანობა რომელზედაც დღემდე აქტიურად მოღვაწეობს შეიძლება თამამად ითქვას, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებადაცვითი საქმიანობას წარმართავს უცხოური გრანტების მიღების გარეშე, რაც დღევანდელობაში ისვიათობას წარმოადგენს. ორგანიზაციამ თავად თქვა უარი საგრანტო დაფინანსებაზე, რამეთუ მისმა წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ამით გარკვეულ წილად ორგანიზაცია დამოკიდებული გახდება დონორ ორგანიზაციებზე… ა

დამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიოზაციის ყოველდღიურობა სრულად მოიცავს თავისი საწესდებო მიზნების და ამოცანების განხორციელებას. მისი საქმიანიბა დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის (გაერო) მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური საერთაშორისო კონვენციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საერთაშორისო კონვენცის, ჰელსინკის, ვენის, პარიზისა და ადამიანის უფლებთა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია არის საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული ფორუმის წევრი ორგანიზაცია რომელსაც ადამიანის უფლებადაცვით სფეროში ორგანიზებული მრავალი კონფერენციის, სემინარისა და შეხვედრის მონაწილე. 2012 წლის დეკემბერში გახდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის _ „თქვენი უფლებებისათვის“ დაფუძნების ინიციატორი და ამ კოალიციის სპიკერ ორგანიზაცია. იგი კოალიციის ხელმძღვანელ ორგანიზაციად დღემდე რჩება. ამ სტატუსის ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა და მოხდა უამრავი ინიციატივის შეთავაზება ხელისუფლების ორგანოებისადმი, რაც მედია საშუალებებით სრულფასოვნად გაშუქდა. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია „ენა, მამული, სარწმუნეობა“.

დღეს, 6 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას დაფუძნებისა და აქტიურად მორვაწეობის 20 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციას და მის თითეულ წევრს ესოდენ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს. განსაკუთრებით კი ორგანიზაციის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ცნობილ უფლებადამცველს, გიორგი თევზაძეს.

კომენტარები
Загрузка...