ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი (NYPD) იცავს თავშეაფარი ქალაქის სტატუსს და აფრთხილებს ICE-ს თავიანთ უკანონო მოქმედებებზე სასამართლოებში ემიგრანტთა წინააღმდეგ. ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს პირობის მიუხედავად, რომ ნიუ იორკი დარჩება ემიგრანტების თავშესაფარი ადგილი, ICE აგენტები მაინც შედიან სასამართლოებში, რათა დააკავონ ადამიანები.
New York Daily News-მა კვირას დაწერა რომ, NYPD-ს წესების მიხედვით, მოპასუხის წინააღმდეგ გაცემული ორდერების დადასტურება მოიცავს კონტაქტს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, ICE-ს ჩათვლით, რომელიც აფრთხილებს აგენტებს ემიგრანტის მოახლოებულ სასამართლო მოსმენის შესახებ.
ნიუ იორკმა პირობა დადო, რომ გააფრთხილებდა საემიგრაციო პოლიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანონო ემიგრანტი იქნება ბრალდებული ძალადობრივ დანაშაულში.
NYPD-ს ადმინისტრაციულმა თანაშემწემ აღნიშნა, რომ ICE დაეკონტაქტა მათ 2 და 15 მარტს, გონზალესის და ჩიმბორაზოს შესახებ. გონზალესი, რომელიც ადრე უკვე იყო დეპორტირებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო, ბრალდებული მეტროში ქურდობისთვის. ჩიმბორაზოს ქონდა ბრძანება ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ და რომელიც ბრალდებული იყო სახლის გაძარცვისთვის.
ქალაქმა არ შეასრულა ICE “დამკავებლების” ბრძანება, მაგრამ საემიგრაციო ოფიცრები მაინც გამოჩნდნენ სასამართლოში. ICE-მა დააკავა გონსალესი მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ მოუხსნა ბრალდება. გიმბორაზო აგენტებს არ დაუკავებიათ.
სტივენ დევისმა, NYPD წარმომადგენელმა, განაცხადა რომ ეს საქმეები მოგვარებულ იქნა სწორად.
დე ბლასიოს თანაშემწე ოსტინ ფინანმა თქვა, რომ NYPD და ICE რეგულარულად აქვთ ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პოლიცია ყოველთვის მხარს უჭერს მათ.
დე ბლასიო იანვარში ქებით მოიხსენიებდა ქალაქის როგორც თავშესაფრის პოლიტიკას, “ეს არის კარგი მოდელი მთელი ქვეყნისთვის.”
“ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ შემთხვევის დროს, როცა ემიგრანტი ბრალდებულ იქნება ძალადობრივ ან სხვა რაიმე სერიოზულ დანაშაულში. ესეთები უნდა იქნან დეპორტირებულნი.” – განაცხადა დე ბლასიომ.

კომენტარები