საზოგადოება

,,მე დღეს ბავშვი ვარ” – ბელა ალანია 51-ე სკოლაში ტკბილეულითა და ბუშტებით მივიდა (ვიდეო)

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,დედაშვილობა”, ხელმძღვანელი, მწერალი ბელა ალანია თბილისის 51-ე საჯაროს სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეების სტუმარი იყო. ბუშტებით, ყვავილებითა და ტკბილეულით მასთან ერთად ბავშვებს ესტუმრნენ ლეიბორისტული პარტიის ქალთა საბჭოს წევრები, ასევე, მწერალთა კავშირის წევრები. ბავშვები სტუმრებს შეხვდნენ  წარმოდგენით – ,,ჩვენ საქართველოს შვილები ვართ”. სპექტაკლის რეჟისორის, დალი ყარაულაშვილისა და მე-4 კლასის დამრიგებლის, მანანა ჩიტაიშვილის ორგანიზებით ბავშვებმა პატრიოტულ მოტივებზე საინტერესო წარმოდგენა გამართეს.

euronews.ge ბელა ალანიას ესაუბრა: 

_ მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ემთხვევა გაზაფხულის დღესასწაულს. საქართველოში კი ეს დღე ორმაგად ძვირფასია იმის გამო, რომ დღეს, წმინდა ნინო შემობრძანდა საქართველოში და ჩვენ შვილებს ჰყავს ყველაზე დიდი მფარველი, წმინდა ნინოს სახით.

დღეს ვეუბნები ყველა მშობელს: მოდით, დღეს გამოვაცხადოთ- ,,მე დღეს ბავშვი ვარ” და წავშალოთ ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის. იყოს ეს დღე თაობების ერთიანობის. უფალმა დაგილოცოთ შვილები და წმინდა ნონოს მადლი ფარავდეს მათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close