რედაქტორის გვერდისაზოგადოება

იჩქარეთ! თქვენ სწავლისა და დასაქმების კიდევ ერთი შანსი გეძლევათ…

ყურადღება!!! „ევრონიუს ჰოლდინგი“ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, დაეუფლონ ონლაინ-მედიაში და ბეჭდურ მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარებს და მიღებული თეორიული ცოდნა განიმტკიცონ პრაქტიკული სამუშაოებით, გახდნენ კონკურენტუნარიანები და აიმაღლონ თვითშეფასება.

აღსანიშნავია, რომ სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ისეთ ცნობილ საინფორმაციო სააგენტოებში, როგორებიც არიან : euronews.ge ; qronika.ge ; sufra.ge . მათ ნამუშევრებს ყოველდღიურად წაიკითხავს ათასობით ადამიანი.

,,ევრონიუს ჰოლდინგში” სტაჟირებას უკვე გადის სტუდენტების ჯგუფი. ასე, რომ იჩქარეთ…

.

.

.

საუკეთესო სტუდენტები შესაძლოა, დასაქმდნენ ჩამოთვლილი საინფორმაციო სააგენტოებიდან ერთ-ერთში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სტაჟირების ვადა _ 6 თვე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 97 11 12 47

„ევრონიუს ჰოლდინგი“-ს რედაქცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close