„1. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა 23 წლის ზურა ტარყაშვილი. საქმე არ გამოიძიეს ბოლომდე.
2. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა დაჭრა ბაჩო სირაძე. საქმე არ გამოუძიებიათ.
3. პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ბრალდებული იყო მკვლელობისთვის. ორმა ინსტანციამ მიუსაჯა, თუმცა, ბოლოს, საქმე გაწელეს და მარგველაშვილის დაქალმა ნინო გვენეტაძემ გაამართლა.
4. პრეზიდენტის სიძის მეგობარმა ახლახანს ესროლა პოლიციელს შატბერაშვილზე. საქმე არ გამოუძიებიათ. ვინაობაც არ გაამხილეს.
5. პრეზიდენტის ცოლის ძმამ და მისმა მეგობარმა ლესელიძეზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაიჭირეს, მიუსაჯეს, მაგრამ მარგველაშვილმა შეიწყალა.
6. პრეზიდენტის ცოლის ძმა დღეს ნარკოტიკზე და იარაღზეა დაჭერილი (მეოთხე ნასამართლობა).
7. პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური წინა წელს ნარკოტიკების პერედოზიროვკით მიიყვანეს საავადმყოფოში.
8. პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები, რომელთა ნაწილმა შეწყალების შემდეგ ისევ მოკლა ადამიანი (ოქრიკა).
9. პრეზიდენტი აპირებს შეიწყალოს კიდევ ერთი მკვლელი, ოჯახის წევრების ხათრით.
10. ცოტა ხნის წინ დაჭრეს პრეზიდენტის სიძე გოგოჭური და მისი 18 აბი სუბოტექსისთვის დაკავებული მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი. საქმე ისევ არ გამოუძიებით.
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა: პრეზიდენტის ოჯახს დევნიან და ავიწროვებენ ვითომ?” _ წერს დავით ახრახაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

კომენტარები