Home ახალი დამატებული 8 თებერვალს, პარიზში, ზაზა ხატიაშვილი და ფრანგი ადვოკატები აქციას აწყობენ

8 თებერვალს, პარიზში, ზაზა ხატიაშვილი და ფრანგი ადვოკატები აქციას აწყობენ

22 second read
0
27

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადება ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით:

„გაოგნებული ვარ სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მიერ ადვოკატების დევნით, ცემით, დაშინებით და შეურაცხყოფით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს სახელმწიფოს ნებაზე, შექმნას ქვეყანაში რეჟიმი. 2016 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 19:40 საათზე, 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად მყოფ ადვოკატს, ალექსანდრე ფირცხალაიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა, მაიორმა აკაკი ყურაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა 3-4 პატრულის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადვოკატი განმარტავს, რომ ის იძულებით გადაათრიეს მანქანიდან, დააგდეს ასფალტზე პირქვე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ამოუგრიხეს ხელები, დაადეს ხელბორკილი და დააკავეს.

ადვოკატი აღრმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში, რადგან მისი მეუღლე გახდა შეუძლოდ. როგორც მოგახსენეთ, ის იყო 8 თვის ფეხმძიმე. ქალბატონი ეხვეწებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ თავი დაენებებინათ მისი მეუღლისთვის. ეუბნებოდათ, რომ ორსულად იყო და ეს ნაყოფის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ქუჩაში მათ ელოდებოდათ 11 წლის არასრულწოვანი ქალიშვილი. ამ ყველაფერის მიუხედავად, პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს ადვოკატი იქვე სანაპიროზე, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გააჩერეს 20-30 წუთი და გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის ეზოში. ადვოკატი რამოდენიმე საათი ითხოვდა შენობაში გადაყვანას და ხელბორკილის შეხსნას, ასევე ტელეფონით ზარის განხორციელებას, მაგრამ უშედეგოდ. პირიქით, ყურაშვილი უხსნიდა და არიგებდა თავის თანამშრომლებს, საჭიროების შემთხვევაში სად და როგორ უნდა ეთქვათ. მათ შეადგინეს ოქმი (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი # აო 000015513), რომელშიც დაფიქსირდა, რომ ადვოკატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატრულს, რასაც ადვოკატი არ დაეთანხმა და დაემუქრა სამართლებრივი პროცედურების განხორცილებით ოქმის შედგენის დროს.

ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დააფიქსირა არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია. მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის უკანონოდ დაკავებული ადვოკატი გადაყვანილი იქნა დიღომში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეზოსთან, სადაც გააჩერეს დაახლოებით 1 საათი. ცინიზმის ისიც, რომ ადვოკატთან მივიდა აკაკი ყურაშვილი, რომელმაც წინა დღეს მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა მიმართა ყურაშვილს, რომ უსამართლობას და კანონდარღვევას არ აპატიებდა და კანონის სრული სიმკაცრით მოითხოვა მისი დასჯას. ამის გაგონებაზე ყურაშვილმა ამოიღო უკვე ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი#000020444, რომელშიც ჩაამატა, თითქოს ადვოკატმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ ყურაშვილს კამერების ჩანაწერები მოსთხოვა. ყურაშვილის განმარტებით, პატრულის არცერთ თანამშრომელს არ ჰქონდა ჩართული კამერა. აღნიშნული აბსურდული ვერსია სასამართლომ არ გაითვალისწინა და მისცა ადვოკატს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა, თანახმად ასკ-ის 173-ე მუხლისა. სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს საქმეში ჩაერთნენ სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და გამომძიებელი. ისინი აპირებდნენ ადვოკატის ხელახლა დაკავებას მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე იმსჯელა სასამართლომ. პოლიცია ამეტებდა უფლებამოსილებას და რომ არა მანდატურების კანონშესაბამისი მოქმედება, ადვოკატს ხელმეორედ დააკავებდენენ.

2016 წლის 26 დეკემბერს ადვოკატმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის პროკურატურას და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე აკაკი ყურაშვილის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. პროკურატურამ პოლიციელების დასჯის ნაცვლად მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ბრალი წაუყენა ადვოკატს. ჩემი შეფასებით, სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა ისეთ ქვეყნებში, სადაც იყო რეჟიმი და განუკითხაობა. პროკურატურის ამგვარი ძალმომრეობა ფიქსირდებოდა საბჭოურ ქვეყნებშიც, რაც წარმატებით გადმოიღეს სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმების დროს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვითხოვდი დამნაშავე პროკურორების დაკავებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ეს ხალხი არ მოიშლიდა უმსგავსობას და გააგრძელებდა სამოქალაქო საზოგადოების დევნას. პროკურორებს ასე ეზიზღებოდეთ საკუთარი მოქალაქეები, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ჩვემთვის არის სიურპრიზი. ჩვენი ქვეყანა 14 წელია იტანს უმსგავსო პროკურორებს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს არის ადვოკატის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი. საშინელებაა რასაც სამარათლდამცავები აკეთებენ. როდესაც ადვოკატს ასეთი ფორმებით უსწორდებიან, ძნელი მისახვედრი არ არის, რას უკეთებენ პოლიციის მუშაკები ჩვეულებრივ მოქლაქეებს.

სამარცხვინოა პროკურატურის მოქმედება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ატარებდეს ეფექტურ გამოძიებას, ყველანაირად ცდილობს, სავარაუდოდ, დამნაშავე პოლიციელები გაამართლოს. ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი პოლიციელებს 4 საათის განმავლობაში ხელბორკილებით, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, სანამ გადაიყვანდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში. სასამართლოში პოლიციამ არ წარმოადგინა კამერის ჩანაწერები ადვოკატის მხრიდან უკანონო ქმედებების თაობაზე, რაც ადასტურებს ადვოკატის განცხადებას, რომ მას თავს დაესხა პოლიცია. ისმის კითხვა, რაში გვჭირდება ასეთი პოლიცია? შეიძლება იმ პოლიციელებს გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც გვაწამებს და გვდევნის? საქართველოში პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი კანონებით მოქმედებს და არ აინტერესებს არანარი სამართლის ნორმები, რაშიც მას ეხმარება „სამარცხვინო პროკურატურა“, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული.

ხვალ, 8 თებერვალს, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ფრანგი ადვოკატები გავაპროტესტებთ ქართველ ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან ჩადენილი არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდაამრეს მიმაჩნია, რომ ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა პოლიციის მუშაკების მხრიდან არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელი შეუწყო პროკურატურის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ.

მოვითხოვ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: აკაკი ყურაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის, გიორგი ჯოხაძის, დავით ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებული არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის გამო.

პარიზი. 07 თებერვალი.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *