Home ახალი დამატებული “ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი მნიშვნელოვნად გაიზრდება”

“ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი მნიშვნელოვნად გაიზრდება”

20 second read
0
17

კომუნალური გადასახადების გაძვირება შეიძლება გარდაუვალი გახდეს. დენსა და გაზზე ტარიფების გაზრდაზე უკვე თამამად საუბრობენ, “რეზონანსის” გაანგარიშებით ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირის – 10 თეთრით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანიები და მთავრობა უკან არ დაიხევენ.

რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი დამაიმედებელ განხადებებს აკეთებდა და მოსახლეობას ამშვიდებდა, ახლა კი კალაძის უწყებაში ჟურნალისტებს ემალებიან. სამაგიეროდ, სემეკის თავმჯდომარე არ მალავს, რომ გადასახადი შესაძლოა, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზეც გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირის წინ ირინა მილორავაც სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ახლა ისიც ცდილობს მთელი ენერგოსისტემის პასუხისმგებლობა მოსახლეობას აჰკიდოს.

მინისტრისა და სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტარიფების ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომუნალური ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.

რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ძვირდება, ლარის კურსთან დაკავშირებით პრობლემებია და სხვა, ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, აღიზიანებს მოსახლეობას. მსგავსი საუბარი არის ცეცხლზე ნავთის დასხმა, თან იმ ცეცხლზე, რომელიც გიზგიზებს. მიმაჩნია, რომ ტარიფების გაძვირება არც ისე მართებულია დღევანდელ სიტუაციაში.

ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ახლა რთულია კონკრეტული ციფრების დასახელება, თუმცა, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა, ცხადია, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. “რეზონანსის” მიახლოებითი გათვლით, ბუნებრივი აირი, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს, რადგან არჩევნების შემდეგ ლარი დაახლოებით 20%-ით არის გაუფასურებული. თუკი დღევანდელი კომუნალური ტარიფიც (0,45 ლარი) ამ დოზით გაიზარდა, მაშინ სხვაობა სწორედ 9-10 თეთრი იქნება

“რეზონანსი”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *