სასამართლო ხელისუფლება ნებისმიერი რეჟიმის უმთავრესი დასაყრდენი ძალაა. დემოკრატიის ნიღბით გახელისუფლებული, მისი მონაპოვარის შესანარჩუნებლად, სწორედ რომ ამ ძალის ხელში ჩაგდებას და გაკონტროლებას ცდილობს.
ნაცმოძრაობამ, გახელისუფლებისთანავე სრულიად გახრწნილი სასამართლო სისტემა მთლიანად მოიშორა და ახალი კადრებით ჩაანაცვლა (ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვვეტილება). ეს ახალი კადრები კი მან ლამისდა სტუდენტური მერხებიდან შეარჩია შეუბღალავი წარსულის გოგო-ბიჭებით, ასწავლა მათ ის რაც ესაჭიროებოდა მისი მონაპოვარის შესანარჩუნებლად და დააყენა გამამტყუნებელი განაჩენების, სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის სასარგებლოდ მიღებული გაადწყვეტილებების კორიანტელი (ყველაზე დიდი შეცდომა).
ასე ვიცხოვრეთ 2012 წლის ოქტომბრამდე.
ამ დროს გახელისუფლებულმა, არ გააჩნდა რა ნაცმოძრაობის პირველი ნაბიჯის მაგვარი გადაწყვეტილების მიღების ძალა, გადაწყვიტა ნაცების რეჟიმის გამამყარებლებთან დაედო გარიგება – ვიცით, რომ ცუდ საქმეებს აკეთებდით, მაგრამ დღეიდან, თუ მოსამართლის მანტიაში დარჩენა გინდათ, ჩვენი საქმე აკეთეთო.
ასე დარჩნენ, ცუდი საქმის მკეთებლები, მანტიებში . .. .. აპეტიტებიც მალე გამოავლინეს –  უვადოდ მოისურვეს (იწინასწარმეტყველეს შეთავაზების ავტორების ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო დრო და გადაწყვიტეს სარგებლობა).
 არსებულ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა სასამართლო სისტემის გამოყვანა ჩიხიდან და მისი მიმსგავსება ევროპულ სტანდარტებთან
იმ მიმართულებით, რაც პარლამენტის თავჯდომარეს და მის გუნდს აურჩევია, ეს სრულიად შეუძლებელია. ამ გზით, ქვეყანა საკმაო დროით ჩაიძირება არასასურველ ორმოში და ობიექტურ და მიუკერძოებელ მოსამართლეს ჩვენი თაობა ნამდვილად ვერ ეღირსება (წარმოიდგინეთ, ნაცრეჟიმის დროინდელი უვადოდ გამწესებული მოსამართლის გადაყენება მხოლოდ მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ან 70 წლის მიღწევის შემდეგ).
დემოკრატიის ნიღბით გახელისუფლებულს სწორედ ასეთი მოსამართლე ესაჭიროება, რამეთუ, იგი მაღალი ხარისხის პროფესიონალია და მართვა კი – უადვილესი (საწიროებისამებრს, ნებისმიერ დროს წამოუწევენ ცუდ საქმეებს).
ზემოაღწერილი გზა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლის არსებობის ელემენტარულ ნიშანსვეტს არ შეიცავს. მოსამართლე, რომელიც წინათ ცუდ საქმეებს აკეთებდა, მაგრამ დღეს გახდა კარგი საქმეების ავტორი, შეუძლებელია, იყოს დამოუკიდებელი (ვგულისხმობ მოსამართელთა კოპრუსის უდიდეს ნაწილს). პირიქით, იმ ავადსახსენებელი რეჟიმის წუმპეში ამოთხვრილი პირი ხანგრძლივი წუწაობის შედეგად პირდაპირდამოკიდებული ხდება ხელისუფალმსახურებისა. მას სხვაგვარად არ ძალუძს. ასეთი კადრების გამოყენება და კარგი საქმის კეთების შირმით შენიღბვა მოსამართლის მონობის გაგრძელების დაკანონებაა. რამეთუ 2003-12 წლების მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებებიდან 1%-იც არ არის გამამართლებელი ან სახელმწიფოს საწინააღმდეგო, მხოლოდ მონობას დაჩვეული, ამ რეჟიმ მდგომარეობადამოკიდებულია და იგი ვერ იქნება  დამოუკიდებელი, ობეიქტური, მიუკერძოებელი.
  მოსამართლეთა რაოდენობა და მათი დატვირთულობა იძლევა თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის შესაძლებლობას
   ევროპის საკონსულტაცო საბჭოს (CCJE) მიაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილების მიმღები.
სასამართლოში არსებული დატვირთულობა არანაირად არ იძლევა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რამეთუ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მოსამართლეებს ერთდროულად, დაახლოებით 200-300 საქმეც კი უდევთ თაროებზე. ამ რაოდენობის საქმეებზე გადაწყვეტილების მაღალი ხარისხის გაადწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსამართლე იძულებულია, დაბალი ხარისხითაც შემოიფარგლოს, მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლო საქმეები აკეთოს, რადგანაც ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო მისი გადაყენების საფუძველს ყოველთვის იპოვის მის მიერვე მიღებულ დაბალი ხარისხის გადაწყვეტილებებში.
 საინტერესოა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა ამ საკითხზე.
  • 83 მილიონიან გერმანიაში 20 739 მოსამართლეა, ანუ 4 000 გერმანელზე ერთი მოსამართლე მოდის;
  • 144 მილიონიან აშშ-ში – 51 200 მოსამართლეა. ანუ ყოველ 6 400 ამერიკელს ერთი მოსამართლე ემსახურება.
  • ავსტრიიის 8 მილიონიან მოსახლეს 1 800 მოსამართლე ჰყავს. ანუ ერთი მოსამართლე 5 ათას ავსტრიელს უდგენს სამართლიანობას
  • რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, რუსეთის კორუმპირებულ სასამართლო სისტემას 23 000 მოსამართლე ჰყოლია ანუ ყოველ 6 400 რუსს ერთი მოსამართლე ემსახურება.
ამ სფეროში საქართველო „პირველობას“ არავის უთმობს. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, მოსამართლეთა რაოდენობა კი 270. ეს ნიშნავს, რომ ერთი მოსამართლე ემსახურება 14 000 მოსახლეს.
ამდენად, ქვეყანაში არსებული მოსამრთლეთა რაოდენობა არანაირად არ პასუხოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს. მაღალი დატვირთვის მოსამართლე ვერანაირად ვერ იქნება მაღალი ხარისხის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე.
ესთი გარემოება ასევე აკმაყოფილებს დემოკრატიის ნიღაბში შეყუჟულ ხელისუფალს, რამეთუ რაც მეტი დაბალი ხარისხის გადაწყვეტილება ექნება მოსამართლეს, მით უფრო ნამეტნავად კარგი საკონტროლოა იგი, მსგავსად ნაცრეჟიმის დროინდელი მოსამართლისა.
ამდენად, რეალურად ობიექტური, მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად პირველ ეტაპზე აუცილებელია უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის კონსტიტუციური მდგომარეობის გადაწევა სულ ცოტა 10 წლით, სასამართლო სისტემის მთლიანად, ძირფესვიანად შეცვლა და მოსამართლეთა რაოდენობის (სრულიდ ახალი კადრები) გაზრდა 800-მდე მაინც.
ზურაბ თოდუა, ადვოკატი
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი