პოლიტიკარედაქტორის გვერდი

რუსეთის გენშტაბი შექმნის სამხედრო საფრთხეს საქართველოს წინააღმდეგ_ უნდა ველოდოთ თუ არა ომს? (ექსკლუზივი)

ექსკლუზივი-სკანდალი
,,რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ქვეყანას ამზადებს საომარ  მდგომარეობისთვის” _ განაცხადა euronews.ge -სთან  პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერების დოქტორმა, პროფესორმა, ცენტრალური ევროპის სტრატეგიული კვლევების ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა (პოლონეთის რესპუბლიკა) ვახტანგ მაისაიამ. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად  კი დაგვისახელა რუსეთის ფედერაციის ის გეოსტრატეგიული ამბიციები და სამხედრო-პოლიტიკური გეგმები, რომლებიც ,,დიდ დათვს” გააჩნია ყოფილი სსრ კავშირში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ.  
   ვახტანგ მაისაია:
  _ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში თავის დროზე უარი ეთქვა ე.წ. „ხუთსაფეხურიანი ოპერატიული მმართველობის“ ფორმას (ასეული-ბატალიონი-პოლკი-დივიზია-არმია), რომელიც წარმოადგენდა ოპერატიული-სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპს, და მოხდა გადასვლა ე.წ. „ოთხსაფეხურიან სისტემაზე“ ( ბატალიონი-ბრიგადა-არმია-ოპერატიული დაჯგუფება), რომელიც უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი და ადექვატური იმ სამხედრო საფრთხეებზე რეაგირიებისთვის, რომლებიც ასახული იყო 2010 და 2015 წლების სამხედრო დოქტრინის ახალ ვერსიებში. თუმცაღა, სირიის სამხედრო კამპანიის, უკრაინაში წარმოებული ჰიბრიდული ომის და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ასიმეტრიული ომის პირობებში და ასევე, „ახალი ცივი ომის“ მიახლოებას კულმინაციურ – კონფრონტაციული დაძაბულობის წერტილში (მერე არის კონფრონტაციული და შემდეგ კი უშუალოდ გადასვლა „ცხელ ფაზაში“, კონვენციური ომის დონეზე) უკვე ახალი პირობებში მიღებულმა ლეგიტიმაციამ (მხედველობაშია ვლადიმერ პუტინის კიერ ხმების 77%-ის მიღება და მისი მეოთხე ვადის გახანგრლივება 6 წლით და ამით კი რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის გადასვლამ „რბილიდან“ უკვე „ხისტ“ დონემდე) გამოიწვია გეოსტრატეგიული ამბიციებისა და ამოცანების შეცვლა და კორექტირება. პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ გადაწყვიტა შემოეღო დამრტყმელი სამხედრო დოქტრინალური პრინციპები, რითაც ხასიათდებოდა საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინა და აღადგინა „ხუთსაფეხურიანი სისტემა“, ოღონდ უფრო შემტევი სტრატეგიული კოეფიცინტის დამატებით (მხედველობაშია „პოლკის“ მაგივრად ბრიგადის ჩანაცვლება, ანუ ოპერატიულიდან, ოპერატიულ-სტრატეგიული ელემენტის) და მიღებული იქნა ახალი მოდელი: ბატალიონი-ბრიგადა-დივიზია-არმია-საარმიო დაჯგუფება (ბოლო უკვე სტრატეგიული ანუ უფრო სწორად გროს-სტრატეგიული არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მოწყვლადი საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ეხლა შევუდგეთ ოპერატიული ვითარების გაანალიზებას და ქვემოთ კი უფრო მაღალი დონის – გეოსტრატეგიული დონის ანალიზს შემოგთავაზებთ, რუსეთის დოქტრინალური და ოპერატიული მმართვის ხედვებიდან გამომდინარე.
   ჯერ კიდევ 2016 წელს რუსული სამხედრო გამოცემის, სატელევიზიო და საგაზეთო, გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ორ ოპერატიულ-სტრატეგიულ სარდლობებში – „დასავლეთის“ უნდა შექმნილიყო საერთო-საჯარისო არმია და ოთხი მოტომსროლელი დივიზია  და „ცენტრალურში“ კი ახალი სატანკო დივიზია. ამის პარალელურად, ასევე დაიგეგმა ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა „სამხრეთში“ კიდევ ერთი საერთო-საჯარისო არმია, სადაც უნდა შესულიყო ახლად შექმნილი 150-ე მოტომსროლელი დივიზია. რამდენიმე ხნის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში ასეთი ცვლილებების განხოციელება შეჩერდა, რადგანაც წარმოიშვა ფინანსური პრობლემები და პრიორიტეტულად ჩაითვალა „დასავლეთის“ სტრატეგიული მიმართულება, რასაც მოყვა სერიოზული გეოსტრატეგიული კონფრონტაციის დაწყება ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებზე, მხედველობაში მაქვს კალინინგრადის ოლქში მე-11 საარმიო გვარდიული არმიის შენაერთების გალიერება და ოპერატიულ-სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსებს „ისკანდერ-მ“-ის ოთხი ბატარეის განლაგება და ბელარუსის და „დასავლეთის“ ოლქებში ახალი საერთო-საჯარისო არმიის ბირთვის სამი დივიიის დაკომპლექტება და გაშლა. თუმცაღა, უკვე 2017 წლის 3 დეკემბერს რუსეთის გენშტაბმა შეცვალა გეგმები და წამოაყენა იდეა სამხრეთ ოლქში შექმნილიყო არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი დივიზია (ანუ გროსტატეგიის დონეზე შექმნილიყო ფაქტიურად ოპერატიულ-ტაქტიკური სახის ორი ერთეული, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი შეიქმნას ოპერატიული-სტრატეგიული ტიპის ახალი ერთეული – საერთო-საჯარისო არმია და შემდეგ კი უკვე რამოდენიმე არმიების გაერთიანებით კი დროებითი სახის, სტრატეგიული გაერთიანება – საარმიო ოპერატიული დაჯგუფება, რომელსაც შეეძლება განახორციელოს გეოსტატეგიულ დონეზე და გარკვეულ წილად გეოსტრატეგიულ დონეზეც კი დამოუკიდებელ რეჟიმში რამოდენიმე სტრატეგიული ტიპის ამოცანა. ამიტომაც აქტუალური გახდა უკვე აქ განთავსებული  ორი მოტომსროლელი მე-19 და 131-ე მოტომსროლელი ბრიგადების საფუძველზე ახალი ორი დივიზიის შექმნა. სავარაუდოდ, მე-19 ბრიგადის საფუძველზე ალბათ შეიქმნება 150-ე მოტომსროლელი დივიზია, სადაც შევა, ადრეული გეგმის მიხედვით, უშუალოდ აღნიშნული ბრიგადა, ასევე სამი მოტომსროლელი პოლკიც (102 და კიდევ ორი მოტომსროლეი, 68-ე სატანკო, თვითმავალი საარტილირიო, 933-ე საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი, სადაც არის 12 ერთეული „ტორ-მ2“-ის ბატარეა), 5 განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი (მაგალითად, 174-ე სადაზვერვო სიღრმისეული დაზვერვის ბატალიონი და ა.შ.). ხოლო 131-ე მაგივრად ასევე იქმნება ახალი დივიზია უკვე დაღესტნის ბოთლიხის რაიონში. ფაქტიურად, რუსეთის გენშტაბი ცდილოს, შექმნას ვლადიკავკაზი-ბოთლიხის მიმართულებით ახალი გრავიტაციული დარტყმის ცენტრი (საქართველო-აზერბაიჯანის მიმართულებით) და ამ ახალი ორი დივიზიის საფუძველზე დაარსოს ახალი უკვე მოქმედი და არა კადრირებული მე-8 საერთო-საჯარისო არმია. ამ სარდლობის ფარგლებში განთავსებული ორი არმიის – 49 და 58, და ამჟამად სავარაუდოდ დაკომპლექტებული მე-8 არმიის საფუძველზე შეიძლება ოპერატიულად შეიქმნას ახალი საარმიო დაჯგუფება, რომელიც გადაეცემა ასევე ოპერატიულ დაქვემდებარებაში მოსკოვში განთავსებული – ეროვნული თავდაცვის ცენტრს და ამით რუსეთის გენშტაბი შექმნის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს საქართველოს წინააღმდეგ უკვე ამ მოცემული გრავიტაციული ცენტრიდან (ასეთი ოპერატიული დაჯგუფება ალბათ შეიქმნება უკვე არსებული 58-ე არმიის, რომელსაც გააჩნია საომარი გამოცდილება საქართველოსთან და ახალი უკვე სრულად ჩამოყალიბებული მე-8 არმიების საფუძველზე).
  ამის სავარაუდო საფუძველს იძლევა სულ ახლახანს განცხადებული ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის თქმით, დაიწყება რეაბილიტაცია იმ გზის, რომელიც აერთიანებს ჩეჩნეთს საქართველოსთან არხოტის ხეობაში, ხოლო გაზეთ „კვირის პალიტრის“ მონაცემებით, კავკასიონზე გადმოსასვლელებს უკვე ემატება ორი მიმართულება, მათ შორის ავარ-კახეთის გზატკეცილი, რომლის რეაბილიტაციაც კრემლმა განახორციელა უკვე 2014 წელს. ფაქტიურად, ამ გადასასვლელებიდან შეიძლება ე.წ. „ძაბრისებური პრინციპის“ მიხედვით საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოქმედი სამხედრო შენაერთების ინფილტრაცია და გაშლა გარკვეული სახის მიმართულებებით. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო-ოპერატიული საშუალებები ამ მიმართულებით და კარგი იქნება, თუკი შეიქმნება ოპერატიული-სტრატეგიული მართვის ისეთი რგოლი, როგორიცაა, საარმიო დაჯგუფებები, მაგალითად ოთხი მიმართულებით: სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილეოთი და აღმოსავლეთი. სწორედ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ დაჯგუფებების მიერ იქნება სწორედ ამ გავიტაციული ცენტრიდან წამოსული სამხედრო საფრთხის ალაგმვა.
დღეისათვის, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის: 42-ე მოტომსროლელი დივიზია, ორი მოტომსროლელი ბრიგადა (19 და 136), ცხინვალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული მე-4 საარმიო ბაზა, ასევე 6 ბრიგადა (12-ე სარაკეტო, 291-ე სარაკეტო, 67-ე საზენიტო-სარაკეტო, 100-სადაზვერვო, ა.შ.) და ასევე ორი პოლკი (31-სანაღმო და 40-ე ქიმიური დაცვის). ამავე დროს, ოპერატიულ მართვაში მას შეიძლება გადაეცეს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს – გრუ-ს 10-ე და 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადები და ასევე 33 და 34 სამთო-საშტურმო ბრიგადებიც. მოკლედ, დაახლოებით ამგვარად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და ამოცანები ჩვენს ჩრდილოეთში.  ბუნებრივია, არავინ ამბობს იმას, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება განახლდეს დღეს ან ხვალ, რისი ალბათობაც ნაკლებია, მაგრამ თუ კრემლს დასჭირდა ამის გაკეთება, ის მოიქცევა ამ სქემის მიხედვით, როგორც მან ეს გააკეთა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ამიტომაც ქვემოთ ვისაუბრებთ, თუ როგორ მიდიოდა რუსეთის სამხედრო სისტემის მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს რუსეთის არმიაში დაწებული სამხედრო რეფორმების არსი მდგომარეობს ტრადიციული სამობილიზაციო სისტემიდან, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნის ძალებად მის ტრანსფორმაციაში.სამხედრო რეფორმების ფუნდამენტალურ საფუძველს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის „ახალი იერის“ შეარაღებული ძალების შეზღუდულ კონფლიქტებში მონაწილეობა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის მსგავსად, .სწორედ ამ მიზნების შესასრულებლად ეწყობა რუსეთის არმიის ახალი სტრუქტურა – შეარაღებული ძალები უნდა იყვნენ უფრო მოქნილი, მობილური ,მუდმივ მზადყოფნაში, უნდა შეეძლოთ სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში მცირემასშტაბურ კონფლიქტებში ჩართვა როგორც რუსეთის, ასევე ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში და მიმდებარე ტერიტორიებზე. სწორედ ეს იყო მიზანი, 2016-2017 წლებში, მოხშირებული მოულოდნელი განგაშის გამოცხადებისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქებში.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქს. საბჭოთა კავშირის დროს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი წარმოადგენდა გეოსტრატეგიული ბალანსის დონეს და ეს მიდგომა არც ამჟამად არის შეცვილილი. სამხრეთ კავკასიაში რფ-იას 3 ბაზა აქვს განთავსებული – ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მე-7 ბაზა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 ბაზა და სომხეთში 102-ბაზა. ამათ დამატებული დაღესტანში განთავსებული 136-ე მექანიზირებული ბრიგადა/ბაზა. ამით მთლიან რეგიონში იკვრება რუსული სამხედრო სტრატეგიული-საოპერაციო “სამკუთხა ხაზი”,რაც ნიშნავს:
_ ერთი მიმართულებიდან წამოსული სამხედრო საფრთხის ლოკალიზებას (ანუ ერთი კონცენტრირებული საომარი მოქმედებათა კამპანიის წარმოება დროსა და სივრცეში).
_ “კონცენტრირებული მუშტის” სამხედრო-სტრატეგიული განაწილების პრინციპს.
_ “სოლისებური: გამჭოლი ტიპის სამხედრო შეტევითი ტიპის სტრატეგიის წარმოებას მოწინააღმდეგის და მისი კოალიციის წევრების წინააღმდეგ.
 _ სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღებას და ყველა დონის შეარაღებული კომპონენტების გამოყენებას (მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღისაც.
.
თანამედროვე სამხედრო სფეროში,გამოჩნდა ტერმინი -ჰიბრიდული ომი, რაც ნიშნავს საომარი მოქმედების ფორმას, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა შემადგენლობის, საშუალებების, მომზადების დონისა და ხასიათის ძალები. სწორედ მსგავსი სახის ომში არის აუცილებელი – სწრაფი წარმავლობა, მაღალი მობილურობა, ლოკალური მასტაბები და შეზღუდული ძალების გამოყენება. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სტრატეგიული ხელმძღვანელობის ხედვის მიხედვით, სამხედრო კონფლიქტები იყო 3 კატეგორიად:
  • ლოკალური – სამხედრო საფრთხე,სამხედრო კონფლიქტი.
  • რეგიონული-შეიარაღებული კონფლიქტი,ლოკალური ომი.
  • გლობალური-რეგიონული ომი,ფართომაშტაბიანი (კოალიციური) ომი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვის სპეციალური მოხსენებით,თემაზე: “შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებები და განვითარების ფორმების ძირითადი მიმართულებები” სრულიად შეიცვალა ბრძოლის ხერხები, კერძოდ
  • სამხედრო მოქმედებების დაწყება სამხედრო დაჯგუფებების მიერ, მშვიდობის დროს.
  • მაღალმანევრირებადი, უკონტაქტო საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა სახეობის სამხედრო დაჯგუფეფების გამოყენებით.
  • მოწინააღმდეგე ქვეყნის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის განადგურება, კერძოდ, უმოკლეს დროში მწყობრიდან გამოყვანა ქვეყნისათვის აუცილებელი სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის.
  • სპეციალური სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი გამოყენება და ასევე სამხედრო-სამოქალაქო ჯგუფების ჩაბმა.
  • ერთდროული ზემოქმედება მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებზე და ობიექტებზე,მთლიან ქვეყანაში.
  • ბრძოლა ინფორმაციულ სივრცეში.
  • ასიმეტრიული და არაპირდაპირი მოქმედებების გამოყენება
  • ძალების და საშუალებების მართვა ერთიან საინფორმაციო ცენტრში.
ცვილელებებია ასევე სამხედრო დოქტრინაშიც. მოქმედი დოქტრინის მიხედვით, რუსეთს თავისი სამხედრო ძალების გამოყენების უფლება აქვს შემდეგ შემთვევებში:
  • ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შემთხევაში, ისევე, როგორც რფ-ის მიმართ,ასევე მისი მოკავშირე ქვეყნების.
  • ლოკალურ ომში და საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში.
  • შიდა სამხედრო კონფლიქტებში.
  • დახმარებით და მშვიდობის აღდენის ოპერაციებში.
დამატება კი მდგომარეობს შემდგომში,თუკი ადრე ნატო და აშშ ნახსენები არ იყო,ეხლა იქნება მოხსენებული,როგორც პოტენციურ მტრად რუსეთის ფედერაციის და შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში,რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული შეიარაღება (ასევე ნახსენებია რფ-ის მოკავშირე ქვეყნებთან მიმართებაშიც).
საბოლოოდ შეიძლება დასკვის გაკეთებაც:
  • რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ქვეყანას ამზადებს  საომარ  მდგომარეობის პირობებისთვის და ნებისმიერ დროის პერიოდში საომარი ვითარებისთვის მუდმივ მზაობაში – კონკრეტული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ (მაგალითად, ნატო, აშშ, ისლამური ჯიჰადიზმის ტრანსცენდეტური საფრთხე  და ა.შ.) ;
  • რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გადაყვანა ე.წ. „პერმანენტული საომარი მდგომარეობის“ პირობებზე – ეროვნული   თავდაცვის ცენტრის შექმნა, სპეციალური დანიშნულების ძალების ჩამოყალიბება, მშვიდობიან პერიოდში სამხედრო დაგეგმარების  დოკუმენტების შემუშავება და ა.შ.;
  • ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპი  ჩვეულებრივი საომარი მოქმედების წარმოებისას;
  • ოპერატიული-სტრატეგიული სარდლობების  შექმნა, როგორც დამოუკიდებელი  საარმიო დაჯგუფებების დამოუკიდებლად და ავტონომიურ რეჟიმში  ამოქმედების  განხორციელებისთვის და  საკმარისი „გონივრული პოტენციალის“  სქემის შემუშავება;
  • გეოსტრატეგიული არეალების გამოკვეთა – კავკასიის გეოსტრატეგიული სივრცის სახით (ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის და სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ჯგუფის სარდლობის სახით, პლიუს ავტონომიურ რეჟიმში მოქმედი მე-4 და მე-7 ბაზები) შეკვრა  სტრატეგიული-საოპერაციო „სამკუთხა“ ხაზის  მოდელირების  ამოქმედება;
სამხრეთ კავკასიაში მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზებს შორის  ერთიანი საკომუნიკაციო-თავდაცვითი წრფივი  ქვეხაზის  „გავლება“ – 102-ე სამხედრო ბაზასთან „ბმაში„ დამოუკიდებელი  საარმიო-ოპერატიული  ჯგუფის შექმნა, რომელიც  იმოქმედებს  სავსებით  ავტონომიურად და დამოუკიდებლად  და  იმ სამხედრო  პოტენციალის  გამოყენებით, რომელიც მათ განკარგულებაშია,  იმოქმედონ  სავარაუდო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ  (მაგალითად,  თურქეთის მე-2 საველე  არმიის მე-9 საარმიო კორპუსი , ან  ნატოს  სამხრეთ-აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლობა,  აშშ-ს ევროპული სტრატეგიული სარდლობა  და ა.შ.).
    მოკლედ აღწერა, თუ რა სახის თავდაცვის სარეფორმო ღონისძიებებზე ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში 2012-2017 წლებში
  2012 წლამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 მილიონ კაცამდე შემცირების დაჩქარება.
  • ოფიცერთა რაოდენობის შემცირება (335 ათასიდან 150 ათასამდე) და ოფიცერთა შემადგენლობის რესტრუქტურიზაცია;
  • კადრების მომზადების სისტემის ცენტრალიზაცია, 65 სამხედრი სასწავლო დაწესებულების 10 „სისტემურ“ უმარლეს სამხედრო სასწავლებლად ტრანსფორმაციის გზით;
  • ცენტრალური სამხედრო მმართველობის რეორგანიზაცია და შემცირება, მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტრო,ასევე გენერალური შტაბის,შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯარების გვარეობათა მეთაურობის როლის მნიშვნელოვანი შემცირებით.
  • ტრადიციული სამხედრო ოლქების ნაცვლად, შეიქმნა ოთხი ახალი,“დიდი“ სამხედრო ოლქი, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენენ გაერთიანებულ სტრატეგიულ მმართველობას, რომელთა დაქვემდებარებაშიც გადაეცემათ შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და ჯარების გვარეობათა ძირითადი დაჯგუფებები;
  • შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის და მომსახურების სამოქალაქო მართვის რელსებზე გადაყვანა და კომერციალიზაცია იმ მხრივ, რომ შეიქმნა სპეციალური კერძო სამხედრო კომპანიები, არაფორმალურ ვითარებაში, მაგალითად ე.წ. „ვაგნერის ჯფუფი“, რომლის გამოყენება მოხდა უკრაინისა და სირიის სამხედრო ინტერვენციების დროს;
  • სახმელეთო ჯარების კადრირებული შენაერთების ლიკვიდაცია და ყველა შენაერთის მუდმივი მზადყოფნის ძალებად გადაკეთება.
  • რეზერვის სისტემის და მათი მომზადების რეორგანიზაცია.
  • შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების შერეულ სისტემაზე გადასვლა-წვევამდელი-რიგითებით (ერთ წლიანი გაწვევა) და კონტრაქტებით.
  • შეარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების,შენაერთების,გარნიზონების და სამხედრო ბაზების მკვეთრი შემცირება.
  • სახმელეთო ჯარების ბრიგადულ დონეზე გადაყვანა,სადივიზიო და საპოლკო რგოლის გაუქმებით,შემდეგში ბრიგადების პრინციპულად ახალ სტრუქტურაზე გადაყვანით.
  • სამხედრო–საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეორგანიზაცია – არმიების, კორპუსების, დივიზიების და საავიაციო პოლკების გაუქმება და საავიაციო ბაზებისა და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ბაზებზე გადასვლა.
  • სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეორგანიზაცია.
რა თქმა უნდა, მთელი ამ მასშტაბური ღონისძიებების გატარება ერთ ან ორ წელიწადში შეუძლებელია, ამიტომაც ბევრი ღონისძიება მხოლოდ საწყის ეტაბშზეა. მხოლოდ 2010 წლის ბოლოსათვის მოხერხდა ოთხი „დიდი“ სამხედრო ოლქის ჩამოყალიბება(გაერთიანებული სტრატეგიული მიმართულებები).
ამ რუქაზე მოცემულია ძველი სამხედრო ოლქები,რომლებიც არსებობდა რეფორმამდე, მეორეზე უკვე რეფორმირებული,ახლად ჩამოყალიბებული 4 სამხედრო ოლქი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close