საზოგადოება

დაბრუნება წმინდა მიწაზე – შემოგვიერთდით და ერთად დავწეროთ ისტორიის ახალი ფურცელი

 ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“  ათონის მთაზე, ივერონში დაბრძანებული “ივერიის ღვთისმშობლის-პორტაიტისად“ წოდებული ხატის ზუსტი ასლია.  “დედოფლის” ხატს ორი მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. (ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ „დედოფლის“ შექმნის ისტორია და ათონის მთის სასწაულები http://www.info9.ge/sazogadoeba/videoreportazhi )

2015 წლის ოქტომბრის თვეში ხატი მცველებთან ერთად იმყოფებოდა წმიდა მიწაზე. დიდი პატივით შეხვდა ხატს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კლავდიოსი, რომელმაც ხატის მცველებს შესთავაზა, კურთხევა მისცა: შექმნილიყო „დედოფლის“ ზუსტი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის პირდაპირ სამუდამოდ დაბრძანდებოდა და იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდებოდა. ეს არის საუკუნეების შემდეგ ჯვრის მონასტერთან აღდგენილი კავშირი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა (შეგიძლიათ იხილოთ ლინკი, დოკუმენტური ვიდეო-მასალა

2016 წლის ოქტომბერში აღსრულდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა სავანეს წარმოადგენდა, შოთა რუსთაველის ფრესკის პირდაპირ სამუდამოდ დაბრძანდა „დედოფლის“ ასლი, ხოლო იმ ადგილს „ქართველთა კუთხე“ ეწოდა. ხატის პირველი ზუსტი, ულამაზესი ასლი წაბრძანებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. დღეს „დედოფლის“ ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს წარმოადგენს. მას შემდეგ რაც ქართველებმა წმიდა მიწაზე ყველაფერი დავკარგეთ, „დედოფლის“ ასლი იქ ერთადერთი სიწმინდეა, რასაც ქართული ჰქვია. იხილეთ ლინკი

ახლო მომავალში იგეგმება „დედოფლის“ წმიდა მიწაზე ჩაბრძანება. გამგზავრების უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს: იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხის პატრონობა და საუკუნეების შემდეგ მიღწეული შედეგების გაღრმავება, ქართული კვალის თანდათანობით აღდგენა. ასევე იგეგმება წმიდა მიწაზე ქართველთა რეალური ისტორიის აღდგენის მიზნით დოკუმენტური ფილმის გადაღება და წიგნის დაწერა. რადგან ხატის მცველები საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებენ ამ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, თითოეული ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ დიდებული საქმის აღსრულებაში.

ანგარიშის ნომერი –  საქართველოს ბანკი: GE18BG0000000559017500 – მიმღები: ზურაბ შიოშვილი

“დედოფლის“ ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

წყარო: fact2.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close