საზოგადოება

ადვოკატის დღეს ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ეხმიანება

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ქართველ ადვოკატებს ადვოკატის დღეს ულოცავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახლახანს გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რის თაობაზეც მოლაპარაკებებს საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი უძღვებოდა.

განსაკუთრებით ღირებულია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარებისა და ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯების შეფასება. თავის მისალოც წერილში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქართველი ადვოკატების დიდი მეგობარი, ქ-ნ მარია სლაზაკი აღნიშნავს:

 

.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევები შეუძლებელია არ დაფასდეს. ასოციაცია მუდმივად იდგა პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე, იცავდა საკუთარ დამოუკიდებლობას და იბრძოდა საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისათვის. პროფესიული საიდუმლოებისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვისას ბევრი ადვოკატი იდევნებოდა, განიცდიდა ზეწოლას და დაპატიმრებულებიც კი იყვნენ. თქვენი მოქმედებების წყალობით, უფლებათა დამცველები გადარჩნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადვოკატთა განათლების განვითარების კუთხით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს ადვოკატთა თანამეგობრობის წევრს, აქტიურად მონაწილეობს ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან ადვოკატის უფლებების ეფექტურად დაცვისა და პროფესიული განვითარებისათვის ახალი სისტემის დასანერგად.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში (AEA-EAL) თქვენი გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები, რაც ინდივიდუალურ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს თანამშრომლობისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან საერთაშორისო კავშირების დამყარების ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს.“

“მოხარული ვარ, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ამგვარად აფასებს ჩვენ მიერ გაწეულ შრომას, რაც ჩვენთვის დასტურია საერთაშორისო ურთიერთობების სწორი მიმართულებით განვითარებისა. მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უამრავ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი პროფესიის  წარმატებული განვითარებისა და ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებისათვის” – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close