Home ახალი დამატებული ხანშიშესულ ადამიანებს მძღოლობა აეკრძალებათ

ხანშიშესულ ადამიანებს მძღოლობა აეკრძალებათ

19 second read
0
28

პარლამენტში შევიდა ახალი საკანონმდებლო წინადადება, რომლის
ავტორი ითხოვს, რომ 65 წლის ზემოთ პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლობა აეკრძალოთ. ამ წინადადების ავტორი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში მცხოვრები ზვიად კუბლაშვილია. მისი თქმით, „ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი დაძინების და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. 2017 წელს რამდენიმე ადამიანი შეეწირა მოხუცი მძღოლების ყურადღების მოდუნებას“.  ასევე, საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი ითხოვს, რომ 10 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების საზოგადოებრივ ტრანსპორტად მუშაობა უნდა აიკრძალოს. „საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით კატასტროფულ სიტუაციაშია და სრული განუკითხაობა სუფევს, როგორც უნდათ ისე უმატებენ ფასს“, – ამბობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *